მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ქუთაისის „ბიზნეს ინკუბატორში“ გარემოს დაცვისა დასუფთავების აქცია გაიმართა

2015-06-10 18:56

 

 

დღეს, ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში არსებულ სსიპ „ბიზნეს ინკუბატორში“ დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის  სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დასუფთავების აქციაში მონაწილეობის პარალელურად სსიპ „ბიზნეს ინკუბატორის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო. ამჟამად ტერიტორიაზე მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ საწარმოსთვის გადაცემული სასათბურე კონსტრუქციების დამონტაჟება,  პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის  მშენებლობა,  დაგეგმილია პროფესიული სასწავლო კოლეჯის ამოქმედება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ბიზნეს ინკუბატორს“ სერიოზული გეგმები აქვს, მალე სრული დატვირთვით ამუშავდება და 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„შენობა, რომელშიც სსიპ „ბიზნეს ინკუბატორია“ განთავსებული, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით გადასცა აფხაზეთის მთავრობას. ტერიტორია საკმაოდ დიდია და მოვლა-პატრონობას მოითხოვს. მწირი შესაძლებლობების მოუხედავად, ეს ორგანიზაცია მაინც ახერხებს სირთულეებთან გამკლავებას. არ შემიძლია უდიდესი მადლიერებით არ მოვიხსენიო აშშ-ის განვითარების ფონდი, რომელმაც ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, იაპონიის საელჩო. ამ ტერიტორიაზე განთავსდება საცდელი სასათბურე მეურნეობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ციტრუსოვანი და სხვა მცენარეების, ასევე მრავალნაირი ჯიშის ყვავილების საგამოფენო პავილიონი, საბოლოოდ კი აქ წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელზე გაიყიდება. შემდგომში კი არსებული ფართები სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს-ცენტრების ოფისებად იქნება გამოყენებული. უკვე არსებობს ჩაის, წისქვილკომბინატის საამქროები, მაღაზიაც პრაქტიკულად აშენებულია – ერთი სიტყვით, ძალიან სერიოზულ მუშაობას და რაც მთავარია, 2000-მდე ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. იქნება მომუშავე პერსონალის გადამზადების, ბიზნეს-ტრენინგების საშუალებაც, რაც კვლაიფიციური მუშახელს სხვდასხვა სექტორში დაასაქმებს. ჩვენ ვცდილობთ „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელს ბატონ ალუ გამახარიას აღმოვუჩინოთ მაქსიმალური დახმარება. მთავრობა დაინტერესებულია, განვავითაროთ ეს პროექტები და დავასაქმოთ დევნილი საზოგადოება. მივცეთ მათ წინსვლისა და განვითარების საშუალება. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ რეალური, ყველასათვის მისაღები შედეგების დადებას,“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


წყარო: " news.abkhazia.gov.ge "


 
 
თქვენთვის საინტერესო
მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით დასრულდა
წლეულს, 14-17 მაისს, უკრაინის ქ. ლუცკში, ჩატარდა „მსოფლიო, 25-ე საიუბილეო ჩემპიონატი – ძალისმიერი სპორტის სახეობებში“. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალისმიერ სპორტში ვაჟთა და ქალთა შორის, ასევე 18-წლამდე ნაკრები ძალისმიერ სპორტში.

ქეთევან ბაკარაძემ “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” მოინახულა
ქეთევან ბაკარაძემ “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” მოინახულა, რომელიც ჩაერთო პროგრამაში და აქტიურად იწყებს პაციენტების უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური მომსახურებით.

ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი) აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა
ვეტერანი ქართველი სუმოისტი, აფხაზეთიდან დევნილი ლევან ცაგურია, რომელსაც იაპონიაში კოკაის სახელით იცნობენ, დღეს აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.


 
 
 
ივლისი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5
6 7
8
9
10
11
12
13 14
15
16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

მადლენ ოლბრაითი - საქართველოს და უკრაინას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ნატო-ს წევრები გახდნენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა პრაღაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში
აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup