მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება

2015-06-16 12:54

თბილისში და მის შემოგარენში სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, - საგანგებო შტაბის მიერ გაწეული საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ საღამოს საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა. 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ოფიციალურად დასტურდება სტიქიის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვა, დღის ბოლოს 2 ცხედარია ნაპოვნი, რომელთა იდენტიფიცირება ახლა ხდება; ასევე, მზიურის ტერიტორიაზე ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს. 
"ჯერჯერობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 პირი. დაღუპული და დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩება 7 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულია 350-მდე მაშველი სრული აღჭურვილობით, მერიის დასუფთავების სამსახურისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობს 250-მდე სპეციალური ტექნიკა", - განაცხადა პრემიერმა. 
შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით, დღეს დილისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება. აქტიურად იწმინდება ვერეს ხეობისა და ზოოპარკის ტერიტორია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია და შეზღუდვა საავტომობილო მოძრაობაზე რამდენიმე საათში მოიხსნება.
"წყნეთის ქუჩაზე მერიის სამსახურების მიერ ჩატარებულია დასუფთავების სამუშაოები. ამჟამად ადგილზე ელოდებიან ინერტული მასალების მიტანას, რომლითაც მოხდება სამაგრი კედლის აღმართვა, რათა არ მოხდეს მდინარის მიერ დამატებითი მიწის მასის ჩამოშლა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლების და ავტოსადგომების ნგრევა. მდინარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით და მას იცავენ შსს-ს თანამშრომლები. წყნეთის ქუჩა #13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოხდა მოსახლეობის გაყვანა, თუმცა, ბინის დატოვებაზე უარს ამბობს 3 ოჯახი. იმედი მაქვს, მათ დარწმუნებას შევძლებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე - სვანიძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ირაკლი ღარიბაშილის თქმით, შესაბამისი სამსახურები, ეროვნული გვარდია, სპორტსმენები და მოხალისეთა რაზმები თბილისის მერიის კოორდინაციით აგრძელებენ მუშაობას, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის პირველი სართულები გაწმენდილია. 
როგორც პრემიერმა განაცხადა, 4-5 სახლში, მათი ავარიული მდგომარეობის გამო, გაწმენდითი სამუშაოების წარმოება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ შესვლა. "ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩამოწოლილი მეწყერი შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა, რომელთა დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდება მეწყრისგან დამცავი ღონისძიებები. იმავდროულად, დღის განმავლობაში გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები შვეულმფრენით ახდენდნენ ბაგების ფერდობზე სავარაუდო მეწყრული კერების შესწავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შვეულმფრენით შევიდა მდინარე დურუჯის ხეობაშიც და შეისწავლა ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარის მარცხენა ნაპირზე წარმოქმნილი მეწყრული პროცესი. გეოლოგების ინფორმაციით, აღნიშნულ მეწყერს მდინარის გადაკეტვა არ მოუხდენია და ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა გუშინ პრემიერმა.
მნიშნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ახალდაბის მიმართულებით, სადაც საფეხმავლო გზის გაჭრა მოხერხდა. გზის გაფართოება დღეისთვის იგეგმება, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი გამავლობის ავტომობილებით ახალდაბასთან კავშირის აღდგენას. 
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ახალდაბის მცხოვრებლების ნაწილი გადაყვანილია წყნეთის სამთავრობო აგარაკზე და იქ დარჩება მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს. 
"რაც შეეხება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ მეწყერს, აქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რომლის შესწავლა სპეციალისტების მიერ კვლავ გრძელდება. შესწავლა დასრულდება უახლოეს მომავალში და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს მეწყრის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ზოოპარკში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია რამდენიმე დამხრჩვალი ლომი, მგელი და დათვი. ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ფოტოები, თბილისის ქუჩებში მტაცებელი ცხოველების გამოჩენასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება და მოსახლეობას, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

წყარო:  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
აპრილი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1
2
3 4 5
6
7
8
9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup