მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა

2015-08-05 14:48

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA “-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით განახორციელა ვაზიანის სამკერვალო ატელიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი.
,,TIKA“-ს “-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა პროექტის ფარგლებში ქართულ მხარეს გადასცა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები, სამკერვალოს ფუნქციონირებისათვისა აუცილებელიფრიზერის, პრესისა და საშრობი აპარატები, ქსოვილები და ინვენტარი თეთრეულის, ქურთუკებისა და ფეხსაცმლის წარმოებისათვის. საწარმოში ამჟამად10 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. 
საწარმო „იმედი“ დღეს გარდაბანის რაიონ სოფელ ვაზიანში გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA“ “-ს თავმჯდომარემ სერდარ ჩამ, თურქეთის პარლამენტის (მეჯლისი) დეპუტატმა ლუთფიე სელვა ჩამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA“ “-ს თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა ქორქმაზმა გახსნეს. 
გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო -რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო. 
აფხაზეთის მთავრობა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA “- სამომავლო ურთერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

 


 

 

წყარო:  „ აფხაზეთის  ა/რ მთავრობის ოფიციალური გვერდი“


 
 
თქვენთვის საინტერესო
ლინას ლინკევიჩუსი: “საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის“
„ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც, საუკუნეების განმალობაში ჩაბმულია საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში. ჩვენ არამხოლოდ სიმპათიებს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ვცდილობთ დავეხმაროთ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს
საქართველოს 2014 წლის ტოპ ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს. საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად, 2014 წლის ბოლოს, სწორედ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" დასახელდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შვიდი წლის მანძილზე, საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" საერთო საინვესტიციო თანხამ 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 
წამყვანი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს: დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო. 

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის IFAD-მა 20 მლნ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტ, კანაიო ნვანზესთან ერთად ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 20 მლნ დოლარამდე ფინანსური ხაზი გამოიყო.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა. საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 73,0 ქულით არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთიანი მაჩვენებელი 0,4 პუნქტით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარულ თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რომელმაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი გმობს 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას
ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

საქართველოში წელს ღვინის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებმა ემბარგომდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბა. კერძოდ, 2014 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 59 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში არის 183 მლნ აშშ დოლარი.


 
 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup