როგორც ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, ლიტვა ძალღონეს არ დაიშურებს საქართველოს დახმარებაში, იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.
„მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ადგას მნიშვნელოვან და წარმატებულ გზას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, თქვენ რეალურად შეგიძლიათ ცვლილებების განხორციელება და დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც გაკეთდა ხელისუფლების მიერ აუცილებლად მოხდება მისი იმპლემენტაცია და ეს იქნება ძალიან ხელშესახები, ხალხისთვის ხელმისაწვდომი. უსაფრთხოების მიმართულებით, მოხარული ვარ რომ ერთად ვართ და გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ვთვლი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის, გადაწყვეტილება, იცით, რომ პოლიტიკურია და ის მაშინ იქნება მიღებული, როცა იქნება, მაგრამ თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ“ - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
წყარო: "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი"