მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

22 წლის შემდეგ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრა

2015-10-19 12:23

ცოტა ხნის წინ, ბოლო 22 წლის მანძილზე პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური, დევნილი ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი შედგა თურქეთის რესპუბლიკაში. რა საკითხებს ეხებოდა ვიზიტი, ვისთან გაიმართა შეხვედრები და რა გადაწყვეტილებები მიიღეს ოფიციალურმა პირებმა – ვიზიტთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას ვესაუბრეთ.

– ბატონო ვახტანგცოტა ხნის წინშედგა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების 

დელეგაციისვიზიტი თურქეთშიაღსანიშნავიარომ ეს აფხაზეთის ხელისუფლების 

პირველი ოფიციალურივიზიტი იყო ბოლო 22 წლის მანძილზეროგორ მოეწყო ეს 

ვიზიტი და რა იყო თქვენი მთავარიმიზანი?

მოგეხსენებათ, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,  როგორ აღიქმება თურქეთში აფხაზეთის პრობლემა.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პერიოდულად მოგვდის ინფორმაცია,  რომ თურქეთის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები  ჩადიან აფხაზეთში და ხვდებიან აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს, მინისტრებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს.

 

როცა მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ეს შემთხვევები უფრო გამწვავებული იყო. აფხაზეთსა და თურქეთს შორის გემების მიმოსვლა და  არაოფიციალური სავაჭრო ურთიერთობები   საგანგაშო ნიშნულს აღწევდა. ახლა სოხუმი ცდილობს ამ არაოფიციალური და უკანონო ურთიერთობების სხვა ყალიბში გადაყვანას. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონტაქტების დამყარებას ცდილობს არა მარტო თურქეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც.    გახშირდა ისეთი ფაქტებიც, როცა ერთ-ერთი ვილაიეთის წარმომადგენლობა მერის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჩავიდა და  შეხვედრები გამართა საკმაოდ ფართო საზოგადოებასთან. ჩავიდა ასევე ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი,  რამდენიმე დეპუტატი, ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი.  ბუნებრივია,   ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.

რა თქმა უნდა,  ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე აქვს შესაბამისი რეაქცია. თურქეთის ელჩის დაბარება, ნოტის გადაცემა და სხვა.  უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთის ოფიციალური წრეები  არ აღიარებენ მსგავს კონტაქტებს. ისინი  ამბობენ, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდება,  ეს მხოლოდ არაოფიციალურ დონეზეა და კერძო სტრუქტურების ინიცირებულია. ოფიციალური წრეები არავითარ წახალისებას არ ახდენენ და არ მიესალმებიან ასეთ სეპარატისტულ გარიგებებს. თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გვერდში უდგას ქართველ ხალხს და  რომ ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამის დასტურია.  რა თქმა უნდა,  ოფიციალური მხარის ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. ამიტომაც, ბუნებრივია,  ჩვენთვის გარდაუვალ აუცილებლობად იქცა თურქეთში ვიზიტი.  თხოვნით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინინისტროს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის მოწყობის შესახებ.   ჩვენმა საელჩომ  თურქეთში მართლაც მაღალი დონის ვიზიტი მოამზადა, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწინარესად საგარეო საქმეთა სამინისტოს, ჩვენ ელჩს თურქეთში  – ირაკლი კოპლატაძეს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს. უნდა აღვნიშნო  ისიც, რომ პრესა და ტელევიზია მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე აქტიურად   აშუქბდა ჩვენ ვიზიტს თურქეთში.  ვრცელი ინტერვიუები აიღო ჩვენგან სააგენტო ,,ანადოლუმ“ და თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ (TRT).  ასევე ძალიან ფართოდ შუქდებოდა ჩვენი სალჩოს მიერ ორგანიზებული  მიღება ელექტრონული და ბეჭდური მედიის მიერ თურქულ,  ინგლისურ და ქართულ ენებზე. არ მინდა გამომრჩეს შეხვედრა   აფხაზ საზოგადო მოღვაწესთან კანით კალესთან, რომლის ნამდვილი გვარია აჩბა. კანით კალე ანკარაში აფხაზური კულტურის ცენტრის დამფუძნებელია და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მომხრეა.  თავის დროზე ამ თემაზე მას აფხაზეთის ყველა დე-ფაქტო მმართველთანაც უსაუბრია.  ძალიან ველოდები   რომ კანით კალე  არაპოლიტიკური მიზნით  თბილისს ეწვევა და ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცემა.

– რით იყო გამორჩეული თქვენი შეხვედრები და რა  შთაბეჭდილება შეგექმნათროცა 

უშუალოდშეეხეთ იმ პრობლემებსრომელიც პრინციპში თქვენი ვიზიტის მთავარი

  ამოცანა იყო?


ჩვენი შეხვედრები  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკის კოორდინაციის საბჭოში, თურქეთის პარლამენტში, პრემიერ მინისტრთან არსებულ მონათესავე ერებთან ურთიერთობის კომისიაში,  მრავალმხრივ იყო გამორჩეული. უწინარესად გავაცანით ჩვენი ხელისუფლება, ჩამოვუყალიბეთ რას განვაგებთ, რამდენი სკოლა გვაქვს, რამდენი თეატრი, სამედიცინო დაწესებულება, როგორ ვცხოვრობთ დევნილობაში 300 000  აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად.  აღვნიშნეთ ისიც, რომ როდესაც თურქეთში იმართება, მაგალითად, სპორტული ღონისძიება, სადაც იწვევენ სოხუმის წარმომადგენელს და არ გვეპატიჟებიან ჩვენ, ეს უხერხულიცაა და არაკანონიერიც. ჩვენი წარდგენის პრეზენტაციას  მრავალრიცხოვან შეხვედრებზე, ჩვენი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე უძღვებოდა.  თურქეთის ოფიციალური სტრუქტურებისთვის თვალნათლივ უნდა დაგვენახებინა,  რომ თბილისში მოქმედებს დევნილი, კანონიერი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომლის ყოველი ნაბიჯი   საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებისკენ არის მიმართული და საბოლოოდ ქართველებისა და აფხაზების  შერიგების, მათ შორის ნდობის აღდგენის საქმეს უკავშირდება.  ძალიან საგულისხმო იყო    საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის შეფიქ ურალ ალთაის სიტყვა.   მან თურქეთის სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მის დე-ფაქტო ხელისუფლებას. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთში, კერძოდ სოჭში ჩასული თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის თანამდებობის პირები,  გადადიან აფხაზეთში და ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ეს საზოგადოებას „ოფიციალურ ვიზიტად“ წარედგინება. იგივე ითქვა რუსული პასპორტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით თურქეთში ჩამოსულ აფხაზ თანამდებობის პირებზეც. ჩვენი მასპინძლები ქართველებს მხოლოდ ძმებად, საქართველოს კი სტრატეგიულ მოკავშირედ მოიხსენიებდნენ და ახლო მომავალში მისი გამთლიანების იმედს გამოთქვამდნენ.

ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანი იყო  როგორც ეკონომიკური, ისე დევნილების დასაქმების საკითხებიც. ამ მხრივ საგულისხმო იყო თურქეთის მთავრობასთან არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკაში“ შეხვედრა. თბილად მიგვიღო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა მეჰმედ სურეიამ.  ჩვენ მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს.  მათი უშუალო დახმარებით გაიხსნა ვაზიანში ფეხსაცმელების სამკერვალო საამქრო, სადაც დევნილები დასაქმდნენ.  ასევე ეხმარებიან ისინი ენგურსგამოღმა არსებულ ჯანდაცვის ობიექტებს. ახლა მიმდინარეობს სამედიცინო კლინიკის აღჭურვა კალაუბანში. სამომავლოდ უფრო მეტ მხარდაჭერას გვპირდებიან ამ კუთხით, გვაქვს  ერთობლივი პროექტები, რომელთა გახმაურებასაც ახლა მოვერიდები.   შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქართული წარმოშობის ბიზნესმენებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ სოფლიოს მეურნეობისა და ეკონომიკური  საკითხების დეპარტამენტების ხელმძღვანელები – ვალერი ბასარია და გიორგი ეზუგბაია. მათ  მიეცათ ბიზნესმენებთან  საუბრისა და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმების შესაძლებლობა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის ვიცე -პრეზიდენტს  სერდარ გუნდოღანთან გამართულ შეხვედრაზე გულითადი საუბრის შემდეგ ვთხოვე მათ დახმარება,  გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს  თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდა. თურქულმა მხარემ მიიღო  ჩემი წინადადებადა ამ საკითხზე მუშაობა თურქეთში ჩვენ საელჩოსთან  ერთად გაგრძელდება.

თურქეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა – ჰუსეინ შაჰინმა, რომელიც გახლავთ საქართველოსთან მეგობრობის  ჯგუფის ხელმძღვანელი,  შეხვედრა მოგვიწყო   ინეგოლის რაიონში, სადაც განსაკუთრებით დიდია ქართული და აფხაზური დიასპორა – 30 ქართული და 5 აფხაზური სოფელია. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქართული წარმოშობის ბიზნესმენებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ სოფლიოს მეურნეობისა და ეკონომიკური  საკითხების დეპარტამენტების ხელმძღვანელები – ვალერი ბასარია და გიორგი ეზუგბაია. მათ  მიეცათ ბიზნესმენებთან  საუბრისა და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმების შესაძლებლობა.

 

სამწუხაროდ,  ომის შემდეგ, აფხაზებსა და ქართველებს შორის თურქეთში ურთიერთობა ძალიან გაცივდა და ისინი ასეთ ღონისძიებებზე დასწრებას თავს არიდებენ.   შეხვედრები გავმართეთ იმ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევიან სოხუმთან კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით და სადაც აფხაზების ყველაზე მჭიდრო დასახლებაა. ერთ-ერთი მსხვილი ვილაიეთის- საქარიის ხელმძღვანელი შეხვედრებზე იმყოფებოდა სოხუმში. საქარიის უნივერსიტეტში 80 000 სტუდენტი სწავლობს.  მისი ხელმძღვანელობაც  საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმში.  ჩვენმა ელჩმა თავისი გამოსვლის დროს მათ აუხსნა, რომ ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. მათ აღიარეს წინდაუხედაობა, ბოდიშიც მოიხადეს და აღნიშნეს, რომ  არ იცოდნენ, საქართველოდან სოხუმამდე გზის არსებობის შესახებ. მათი თქმით,  ისინი შეცდომაში შეიყვანეს  და სოხუმში შესვლა სოჭი-ადლერის გზით მოუხდათ.

ჩვენმა ელჩმა  საქარიის უნივერსიტეტის რექტორს ამ თემაზე საჯარო ლექციის ჩატარებაც შესთავაზა. იყო ასეთი წინადადებაც, რომ უნივერსიტეტში მოეწყოს კონფერენცია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის საკითხებზე, მათი მოგვარების გზებზე, რაზეც წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორმა  აღნიშნა, – დავაშავე აფხაზეთში თქვენი  ქვეყნის გვერდის ავლით რომ ვიმყოფებოდი და ხომ არ დამიჭერთ, თბილისში რომ ჩამოვიდეო. ბოლოს ისიც განაცხადა, აფხაზეთში სავალალო მდგომარეობა ვიხილე,  იქ განვითარების კვალიც არ ჩანსო. ირაკლი კოპლატაძე პირდაპირ ეუბნებოდა გუბერნატორს, რექტორებს, რაიონების ხელმძღვანელებს, რომ მათი მოქმედებები ავნებდა ქართულ-თურქულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. სტამბოლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი რაიონის – ქართალის მერი, საკმაოდ მოქნილი პიროვნება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს  სოხუმთან; ის ოპოზიციური – ათათურქის პარტიის წარმომადგენელია. დამამხსოვრდა შეხვედრა  ჩერქეზული წარმოშობის 33 წლის ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც მოვლილი აქვს მთელი აფხაზეთი და აფხაზური პროპაგანდა სხეულში აქვს გამჯდარი. მან  ყველაფერი იცოდა, ისიც, რომ მე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ვარ და გვეკითხებოდა, რატომ არ ვაღიარებთ აფხაზეთს. ჩვენი დელეგაციის წევრმა ჯემალ გამახარიამ, უტყუარი ისტორიული და შეუვალი ფაქტებით მოუთხრო მას  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზები, მისი განვითარების ეტაპები.  ვერ ვიტყვი, რომ ამ საუბარმა მასზე გავლენა არ მოახდინა.  თუმცა ამ  გამოსვლაში აშკარად იგრძნობოდა აფხაზების აგრესიული პროპაგანდის კვალი, რომელიც წლების მანძილზე დალექილა მის ცნობიერებაში.      იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში ძალიან იგრძნობა ინფორმაციის დეფიციტი ქართულ -აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის მიზეზებზე, დღევანდელი ეგრეთწოდებული აფხაზეთის ხელისუფლების გაუმართლებელ პოლიტიკაზე, ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფაზე, და მრავალ სხვა საკითხზე, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების და მოწესრიგების საკითხებს.  ისიც უნდა ვთქვა, რომ ასეთი გულახდილი საუბრები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. უწინარესად  სიტუაციის შეფასების,   სწორი ინფორმაციის  მიღების და სამომავლოდ  მოქმედების ახალი სტრატეგიის  შემუშავების თვალსაზრისით.

 

არ შემიძლია არ  აღვნიშნო თურქეთის მხარის სერიოზული მუშაობა ქართულ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.  მათ რამდენიმე უნივერსიტეტში შემოიღეს ქართული ენის სწავლება, რისი მიღწევაც ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ შეუძლებელი აღმოჩნდა.  მაშინ, როცა ქართული ენის სწავლებას აფხაზეთში სოხუმი კრძალავს – გალის 11 ქართული სკოლის გარდა, აფხაზეთში არსად ქართული სკოლა აღარ არის. გალის შემთხვევას კი სოხუმში დიდ მიღწევად მიიჩნევენ, თუმცა, ბოლო დროს ამ სკოლებსაც შეექმნა სირთულეები. ეს ინფორმაცია თურქული მხარისთვის მოულდნელი აღმოჩნდა. შესანიშნავი, დამაჯერებელი და შინაარსიანი გამოსვლები ჰქონდათ ჩვენი დელეგაციის წევრებს – ადა მარშანიას, ჯემალ გამახარიას და სხვებს,  რაც ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

– ამ ფაქტებმა რა დასკვნებამდე მიგიყვანათრა გეგმებს დასახავთ  სიტუაციის

 გასანეიტრალებლად?

ასეთ  ფაქტებს იმიტომ გისახელებთ, რომ  ყველაფერს ადგილზე უნდა მუშაობა, ჩასვლა, ინფორმაციის მიღება. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს ვგულისხმობ. მაგალითად,  ასეთი რთული ვითარების დროს  უნდა ჰყავდეს  თუ არა აფხაზეთის ხელისუფლებას თავისი წარმომადგენელი თურქეთში? ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიფიქრებთ. ეს მეორე ფრონტი იქნებოდა საელჩოს შემდეგ, რომელიც ადგილზე იმუშავებდა ამ რთული ვითარების გამოსასწორებლად. გამონახავდა გზებს აფხაზურ დიასპორასთან ურთირთობის აღდგენისა და შერიგების თვალსაზრისით. იზრუნებდა საინფორმაციო-საგამომცემლო მუშაობაზე, რომელიც ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებდა და ჩვენი სიმართლე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა.   შესაძლოა ეს არ იყოს პანაცეა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,  ცდა არ უნდა დავაკლოთ იმის კეთებას, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ დააზიანებს და ერთიანობას, ცნობიერების განმტკიცებას  ხელს შეუწყობს, მეგობრებს გვიმრავლებს და მტრებს  განაიარაღებს.

– თქვენ ოფიციალურ პირებს აუხსენითრომ ისინი  საქართველოს კანონის გვერდის 

ავლითმოქმედებენ,  როგორი იყო მათი რეაქციარა ზომებს მიიღებენ?

იმის თქმა, რომ ჩვენი ჩასვლის შემდეგ, თურქეთში რადიკალურად შეიცვლება ვითარება და  საქართველოს გვერდის ავლით აფხაზეთში აღარავინ შევა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.  თუმცა, თურქული მხარისგან ჩვენ მივიღეთ  მტკიცე რწმუნება, რომ აფხაზეთში  საქართველოს გვერდის ავლით აღარავინ ჩავა.  ჩვენი დიასპორის წარმომდგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ  აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით თურქულ ენაზე ინფორმაცია  ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, ჩვენი, აფხაზეთის მთავრობის საიტი ოთხ ენაზეა – ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ვინაიდან  თურქეთში  აფხაზური დიასპორა   მძლავრობს,  კარგი იქნება  თუ საიტს თურქული ენაც დაემატება.  წეღან უკვე მოგიყვანეთ მაგალითები საით მივყავართ საინფორმაციო ვაკუუმს. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა პრობლემების მოგვარების გზები სად უნდა მოვნახოთ.

– თუ ხვდებოდით ხშირად ქართული დიასპორის წარმომადგენლებსროგორი 

შთაბეჭდილებამოახდინეს მათ თქვენზე?

პირადად ჩემზე ამ შეხვედრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენი ელჩი ირაკლი კოპლატაძე მთელი მოგზაურობის მანძილზე ახერხებდა ქართული ჯგუფების ჩვენ ირგვლივ შემოკრებას. მათგან ისეთი სითბო მოდიოდა, რომ არ შეიძლებოდა ეს არ გეგრძნო. ისინი საკუთარ შვილებს ქართულ ენას, ქართულ სიმღერებს და ცეკვებს ასწავლიან.  გულგრილად ვერ ვუყურებდით მათ კონცერტებს, სადაც ჟღერდა ქართული მუსიკა, სრულდებოდა ქართული დ აფხაზური სიმღერები და ცეკვები. ბავშვები ქართული ლექსების და ფოლკლორული ნიმუშების ცოდნით გვაოცებდნენ. ეს იყო ძალიან თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი შეხვედრები თურქეთის საქართველოსთან. ერთ-ერთმა მოზარდმა სტამბოლის ქართველთა სათვისტომოში „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად წაგვიკითხა. ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს, სამშობლოს სიყვარული.

– გაგრძელდება თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლების ოფიციალური  ვიზიტები სხვა

  ქვეყნებში?

როგორც უკვე აღვნიშნე,  თურქეთში ვიზიტი ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი გახლდათ. მახარებს ისიც, რომ კმაყოფილნი იყვნენ ორგანიზატორებიც. რა თქმა უნდა, ოფიციალური ვიზიტები უფრო მრავლის მომცველია,  შინაარსიანი და     საქმიანია,  რაც მთავარია, აფართოვებს მეგობართა წრეს, რომელიც ასე გვჭირდება, რაც თურქეთში ვიზიტმაც ცხადყო.

ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით ჩეხეთის რესპუბლიკაში – იქ გავმართეთ შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტის წევრებთან, მინისტრებთან, სახელგანმთქმული კურორტის კარლოვი-ვარის მერთან. არაოფიციალური, თუმცა ვიზიტი რამდენიმე თვის წინ იტალიაშიც შედგა. ფლორენციაში  შევხვდი ერთ-ერთ უძლიერეს ფონდ „დელ ბიანკოს“, რომელთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება.  მისი გამოძახილი კი ის გახლავთ, რომ   სულ ახლახან ჩვენი დელეგაცია ფლორენციაში იმყოფებოდა. იქ გახლდათ ჩვენი შერიგების მინისტრის მოადგილე ქლბატონი ბელა კოპალიანი, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქლბატონი ადა მარშანია. ერთად იყვნენ ასევე  ქართველი სტუდენტები, რომლებმაც  წარადგინეს აფხაზეთის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ შესაძლებელია, რომ ოფიციალური ვიზიტი მალე იტალიაშიც შედგეს. გარდა ამისა შესაბამისი სტრუქტურები სხვადასხვა ქვეყნებში მსგავს ვიზიტებზე მუშაობენ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მოზღვავებულია სოხუმის აქტივობა.  გვინდა სწორად გაგვიგონ, აქტიურობის წინააღმდეგი  არავინაა.   მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთიანი საქართველოს  ქოლგის ქვეშ  ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და ვიაქტიუროთ ქართველებმაც და აფხაზებმაც.

ასეთი ვიზიტების მთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ შევახსენოთ მსოფლიო საზოგადეობრიობას,  რომ მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში დევნილობაში მყოფ ადამიანებს  საკუთარ სახლებში ვერ დავაბრუნებთ და ვერც   ღირსეულ მომავალს შევუქმნით.

ვფიქრობ, წლის ბოლომდე,   რამდენიმე ქვეყანაში ჩვენი ერთი ან ორი ოფიციალური ვიზიტი შედგება, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც წარვდგებით როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური  ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს.

 

 

 

წყარო: "news.abkhazia"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
ივლისი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5
6 7
8
9
10
11
12
13 14
15
16
17
18
19
20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

მადლენ ოლბრაითი - საქართველოს და უკრაინას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ნატო-ს წევრები გახდნენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა პრაღაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup