მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2015-11-19 14:49

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.

IBSU იღებს ვალდებულებას წინამდებარე მემორანდუმის მიზნის განსახორციელებლად, უზრუნველყოს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლებისთვის ენის კურსების უსასყიდლო შეთავაზებას, ასევე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის უცხო ენათა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ესპანური, თურქული) კურსების შეთავაზებას უნივერსიტეტის ენათა სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ.დოქტ ილიას ჩილოღლუმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

წყარო:  „ აფხაზეთის  ა/რ მთავრობის ოფიციალური გვერდი“


 
 
თქვენთვის საინტერესო
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

სოზარ სუბარი-სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა უჭერს მხარს დევნილების უსაფრთხო დაბრუნების შესახებ რეზოლუციას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი უარს ამბობს ჟენევაში დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვაზე.


 
 
 
სექტემბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    
1
2 3
4
5
6
7
8
9 10
11
12
13
14
15
16 17
18
19
20
21
22
23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
თეთრი სახლი - აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო
აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამერიკამ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა
აშშ რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვას სთხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა. 

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოს კოძიასი - ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი
საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვის გამო შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. 

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ გამართულ ხელმოწერას. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup