მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა

2015-12-21 13:28

გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა:   „გილოცავთ ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილეს, თქვენი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში განუზომელია! პატივს მივაგებ იმ თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურს შეწირეს. მადლობას გიხდით თქვენ, რადგან დღესაც,  ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ და ემსახურებით.

25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა, როგორც თანამედროვე, ახალი სახელმწიფო;  როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში, ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი საქართველო.

მომავალ 2016 წელს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს - ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას! ვიზეიმებთ იმ დამოუკიდებლობას, რომელიც ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ.

2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალ მიზნებს; მიზნებს, რომლებიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის.

ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო!

დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვამტკიცეთ, მაგრამ ახლა უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას.

თავისუფალია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი!

თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ! თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი უზენაესია ყველასთვის! თავისუფალია ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს! სწორედ ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს!

ჩვენ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას! გამომდინარე აქედან, როდესაც ვუყურებთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს მიზნები ჩვენი ევროპული არჩევანის იდენტურია; იდენტურია, ჩვენი საზოგადოების ისე განვითარებისა, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და, რისთვისაც თქვენმა თანამებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

აქედან გამომდინარე, 2016 წელს, საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ჩვენ ერთად გვაქვს მისაღწევი, სწორედ ამ წელს განმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები.

ჩვენ ამ ნაბიჯებს მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და,  რა თქმა უნდა, ქართული ჯარი და ქართული არმია გადავდგამთ ერთად! ამ მიზნებს ჩვენ განვახორციელებთ ერთად! მე იმედი მაქვს, რომ ის ძალა, რომელიც თქვენ შექმენით და ის მსახურება, რომელიც სამშობლოსადმი გასწიეთ, კიდევ უფრო მტკიცედ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს მომავალ წელსაც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს! გილოცავთ მომავალ თარიღს საქართველოს ახალი სახელმწიფოს 25 წლისთავის აღდგენისა! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე. ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.



 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.

სოზარ სუბარი-სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა უჭერს მხარს დევნილების უსაფრთხო დაბრუნების შესახებ რეზოლუციას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი უარს ამბობს ჟენევაში დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვაზე.


 
 
 
იანვარი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3
4
5 6 7
8
9 10 11
12
13 14
15
16
17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰელი საქართველოს მადლობას უხდის
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა.
ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ განცხადება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააკეთა.

ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისიდან აცნობეს. 
აქამდე ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - ”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება
”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში დღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ბატონო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია გიხილოთ ნატო-ში და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ აქტიურ მხარდაჭერას
საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 

ნილს სკოტი - გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში
კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" შეფასებისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. 

ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო
სოციალურად, საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარებისთვის. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup