მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

აფხაზეთის მთავრობამ დასავლეთ საქართველოს 7 ქალაქში დევნილებთან შეხვედრები გამართა

2016-03-14 14:35

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, კერძოდ სამტრედიაში,  ზსტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან იძულეით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გამართეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქების სხვადასხვა ჩასახლებებში დევნილთა პრობლემები მოისმინეს.

პრობლემები ძირითადად შეეხებოდა  სოციალურ სფეროს, ბინების დაკანონებას, ახლად აშენებულ კორპუსებზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. აფხაზეთის მთავრობის წევრები  დევნილებს შეძლებისდაგვარად დახმარებას შეჰპირდნენ, რაც ერთჯერად დახმარებებს, კორპუსების გამაგრებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აუცილებლად უშუამდგომლებს ყველა დევნილს ცენტრალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან   მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.

მთავრობის წევრებმა დევნილებს გააცნეს განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც აფხაზეთის მთავრობამ წამოიწყო აღნიშნულ რეგიონებში. კერძოდ, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტური  და სარეაბილიტაციო პროექტები. მნიშვნელოვნად მიიჩნევა ასევე სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაწყებული დევნილთა დასაქმების პროექტები სასათბურე და კოლექტიური საქმიანოის ხელშეწყობის მიმართულებით, განათლების სამინისტროს პროექტები სტუდენტთა დაფინანსების, მათთვის პრემიების გაცემისა და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულების პროექტები.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია ფოთში აფხაზეთის მთავრობის პოლიკლინიკის მუშაობის სპეციფიკას  გაეცნენ,   დაათვალიერეს სამედიცინო აპარატურა, გაეცნენ მის ეფექტიანობას დიაგნოსტიკისა  და მკურნალობი სფეროში.

შეხვედრების დასრულების შემდეგ,  მიმდინარეობდა დევნილებთან კერძო გასაუბრებებიც. ბათუმში გამართულ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ ევროკავშირის ხელშეწყობით საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ CHCA – ს გახსნას. ცენტრი ბათუმში, ე. წ. „ახალი რაიონის“ დასახლებაში ფუნქციონირებს და მისი დევიზია „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე“. აღსანიშნავია ასევე,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც 200-მდე გრანტს გასცემს.

შეხვედრები შეაფასა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, დევნილები მათდამი სამართლიანად კრიტიკულნი და მომთხოვნი არიან. ყოლბაია დევნილებს დაპირდა, რომ აფხაზეთის მთავრობა თვე-ნახევარში ამ რაიონებს კვლავ ეწვევა და მათთან ერთად შეაჯამებს დანაპირებთა შესრულებას.

„რამდენიმე დღეა, აფხაზეთის მთავრობის წევრები  დასავლეთ საქართველოში ვიმყოფებით.  შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დავიწყეთ.  საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გვქონდა  სამტრედიაში,  ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში.  ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ტაშით გვხვდებოდნენ. იყო სერიოზული კრიტიკა ჩვენ მიმართ, იყო თხოვნები და იყო მოთხოვნებიც. 

 გამოიკვეთა თხოვნები ბევრი უწყების მიმართ, მათ შორის,  ეკონომიკის სამინისტროსადმი,  ქალაქების მერიებისადმი, ადგილობრივი  მმართველობის სტრუქტურებისადმი. ასეთი შეხვედრები ეფექტიანი გამოდგა იმ მხრივაც, რომ ყველგან სადაც ვიხილავდით დევნილთა მდგომარეობას და ვსახავდით მათი გამოსწორების გზებს, ყველგან გვახლდნენ ადგილობრივი ორგანოების, ადმინისტრაციული უწყებების წარმომადგენლები, მერების მოადგილეები.  ადგილზევე იხილებოდა   და წყდებოდა მოთხოვნების შესრულების მექანიზმები,  რისი  ბერკეტებიც  სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას არ გააჩნია. დაპირება დაპირებად რომ არ დარჩეს, თვე ნახევარში  ჩვენ კვლავ ჩამოვალთ და მონიტორინგს გაუწევთ იმ დაპირებებს, რომელიც დღეს გაიცა. არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად წარმატებულად აფასებს  ჩვენი მოსახლეობა ლტოლვილთა და  განსახლების სამინისტროს მუშაობას, მათი ბინებით უზრუნველყოფის საქმეში.   ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე დიდი გარღვევაა   საქართველოს მთავრობის მხრიდან, დევნილთა  სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხში“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

წყარო: " news.abkhazia.gov.ge "


 
 
თქვენთვის საინტერესო
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.

ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე სტატიები აიტვირთა
როგორც ჩვენი მკითხველებისთვის არის ცნობილი, ახლახან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: 


 
 
 
აგვისტო
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13
14
15
16
17 18
19
20
21
22
23 24 25
26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup