მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ჟენევაში დისკუსიების 35-ე რაუნდი გაიმართება

2016-03-21 12:13

22-23 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდი გაიმართება. როგორც “ჟენევა” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.

მისივე ინფორმაციით, 22 მარტს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ხოლო სამუშაო შეხვედრებს ჯგუფები 23 მარტს გამართავენ.

 

წყარო: "timer.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup