მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა

2016-03-31 14:08

ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 25 წლის წინ, 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ოსებთან და აფხაზებთან ერთად გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.

"სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მოტანილი. მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა. ჩვენი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენთაგანის გულებში იყო", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

წყარო:  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"


 
 
თქვენთვის საინტერესო
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.

ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე სტატიები აიტვირთა
როგორც ჩვენი მკითხველებისთვის არის ცნობილი, ახლახან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: 


 
 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup