მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ინფორმაცია ახალციხეში დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის პროცედურის შესახებ

2015-01-13 15:54

ახალციხეში,  რუსთაველის ქუჩა N113-ში  მდებარე შენობაში  საცხოვრებელ ფართს 66 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბინები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით,   განაცხადი  71-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

იხილეთ სია

სიის გამოქვეყნებიდან (13.01.2015 ) 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისათვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას (კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge)

კორექტირებული ქულებისა და ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ. აღნიშნული განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას.

მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას

 

 

წყარო:  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებიულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი 


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup