მომავლის ბანაკი - შაორი
2016-06-23 13:42

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ამა წლის 15 ივლისიდან, 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ ,,მომავლის ბანაკში“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაბა შაორი).
ბანაკში ჩართული იქნება 1280 ახალგაზრდა. ახალგაზრდების გამგზავრება დაგეგმილია ათ ნაკადად. პირველი ხუთი ნაკადის რეგისტრაცია დასრულდება 30 ივნისს.
ბანაკში დაგეგმილია საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობების განხორციელება.
ბანაკის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის მოწმობა, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული, თბილი ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი.
,,მომავლის ბანაკს“ აქვს წესდება, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის.
აპლიკაციის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე http://my.tbilisi.gov.ge/ #/home, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, მომავლის ბანაკი, თქვენთვის სასურველი ნაკადის ტიპი, ატვირთეთ საჭირო ინფორმაცია და გამოაგზავნეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირები:
ნატო ბარბაქაძე - 555 94 30 56
ანა სანთელაძე - 598 27 44 17
წყარო: "განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური"