მიწისძვრა მოხდა სოხუმში, ხობსა და ქობულეთში
2016-07-28 14:40

გუშინ დილით 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა სოხუმიდან სამხრეთით, 25 კილომეტრის დაშორებით სანაპირო ზოლზე. მანამდე კი მიწისქვეშა ბიძგები იყო ხობსა და ქობულეთში, - განუცხადეს „ლაივპრესს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში.
სეისმური ცენტრის მონაცემებით, ხობში მიწისძვრის სიმძლავრე 4,1 მაგნიტუდის იყო. ქობულეთიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვაში კი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,7 მაგნიტუდა შეადგინა.
წყარო: " Livepress"