მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ მასალები გაასაჯაროვა

2016-12-16 12:46

აფხაზური პარლამენტის სამართლებრივი პოლიტიკის, სახელმწიფო მშენებლობისა და ადამიანის უფლებებისა  და თავდაცვისა და  ნაციონალური უსაფრთოების კომიტეტების  გაფართოებულ სხდომაზე განხილულ იქნა  აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია. სხდომაზე დასასწრებად მოწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების „აფსნის“, „აინარის“.“ აფხაზეთის სახალხო ფრონტის“, საზოგადოებრივი გაერთიანება „კიარაზის“, სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგნელები.

            სხდომის გახსნისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ ზურაბ მარღანიამ განაცხადა: “ოპერატიულ-სამძებრო ღინისძიებების ჩატარების დროს მიღებული იქნა ინფორმაცია  მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მზადებისა და აფხაზეთის პრეზიდნეტის ფიზიკური განადგურების საფრთხის თაობაზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი ზომების მიღებისთვის მათ მიიღეს სასამართლოს სანქცია.

             ამის შემდეგ პარლამენტის სესიაზე გაჟღერდა პარტია „ ამცახარას“ პოლიტსაბჭოს წევრის რამაზ ჯოპუასა და აბიკ მიქვაბიას სატელეფონო საუბარი. კერძოდ, გაჟღერდა შემდეგი ციტატები:“ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, დანარჩენი პირები დგინდება. ის გაძევებული იქნება“. „მას იანუკოვიჩზე უარესი მოუვა, ყველაფერს დავწვავთ! სისხლი დაიღვრება“, „ ის მესამე სართულიდან ვერ ჩამოვა, იქ ყველაფერს დავწვავთ“. „ გალში ჩვენი მომხრეები, ანუ ისინი, ვინც მხარს გვიჭერს და მზადაა ბრძოლაში ჩაებას, 350 კაცია, სოხუმში-70. ასაფეთქებელი ნაერთები მზადაა“.

            წარმოდგენილი მასალების განხილვისას დეპუტატმა სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ  მზად უნდა ვიყოთ რთული მოვლენებისთვის, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ ის, რომ აღიშნული სატელეფონო საუბრები პროვოკაცია შეიძლება იყოს.

            დეპუტატმა ბესლან გუბაზმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა: „რადგანაც არსებობს აფხაზეთის პრეზიდენტის, აფხაზეთის  მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, შეასრულეთ თქვენი სამუშაო. თუ ხვალ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოხდება, დადეთ თქვენი  მოწმობები მაგიდაზე და წადით“.

            თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აღუთქვეს, რომ შესაბამის სამუშაოს ჩაატარებენ, შეისწავლიან მასალებს, შეფასებას მისცემენ ქმედებებს და გადაწყვეტილებას  პარლამენტს შეატყობინებენ.

 

 

ყარო: "Apsnypress"

ლინკი


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup