მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტები მარტის დასაწყისში დაიხურება

2017-01-31 13:05

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  თემურ ნადარაიამ„ სპუტნიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე „ მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გასული წლის 26 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილება იანვრის ბოლოს იქნება გამოქვეყნებული და ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.

ნადარაია, ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივებს ყველა პირობა შექმნილი აქვთ, რათა მათ ე.წ. ენგურის გამშვებ პუნქტამდე კომფორტულად იმგზავრონ და შემდეგ ე.წ. საზღვარი გადაკვეთონ.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან არსებული ე.წ. 2 გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ.

ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 4 ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს. 2016 წლის დასაწყისში, აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი დახურა.

 

 

 

ყარო: "sputnik"

ლინკი


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup