აფხაზეთის ყველა რაიონში, გარდა გალისა, შუქის პრობლემაა
2017-02-20 13:07

დიდთოვლობამ აფხაზეთის მთელი ტერიტორია მოიცვა, რამაც რესპუბლიკის ქალაქებსა და სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა,- ამის შესახებ „სპუტნიკთან“ აფხაზეთის რაიონების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
მათი თქმით, დიდთოვლობამ ხეების წაქცევა და გადატეხილი ტოტების მიერ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია, ამას მოჰყვა ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. ეს დაადასტურეს რესპუბლიკის რაიონების ხელმძღვანელებმა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ გაგრის, გუდაუთის რაიონის სოფლებს. ასევე სოხუმის რაიონში. განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა სოფელ იაშთუხაში, სადაც ერთ მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა, დიდთოვლობამ შეაფერხა ავტომობილების მიმოსვლა. ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის გამო შეწყდა წყლის მიწოდება გულრიფშის რაიონში.
ყველაზე რთული სიტუაცია ოჩამჩირის რაიონში შეიქმნა, სოფლებში თხინაში, ოტაფში და ჭლოუში პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში არ ჰქონდათ შუქი. სოფელ ათარაში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანებულია. ამ სოფლის მცხოვრებლები უშუქოდ არიან დარჩენილი , მსგავსი სიტუაციაა ტყვარჩელის რაიონში, სადაც ელექტრიკოსები ცდილობენ აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება. 15 თებერვლიდან შუქი არ მიეწოდებოდა ტყვარჩელის რაიონის სამ უბანს. ამაჟამად შუქი არა აქვთ აკარმარაში, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც აფხაზური სააგენტო წერს ამ რთულ სიტუაციაში, ყველაზე კომფორტულად გალის რაიონი გამოიყურება. რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ინტენსიური დიდთოვლობისა, მათ შუქის, წყლისა და გზების მხრივ პრობლემა არა აქვთ.
წყარო: "Sputnik"
ლინკი