მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება

2017-02-21 13:02

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს.

ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

„რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ის ასე თუ ისე ნორმალიზდება. იზრდება ტვირთბრუნვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს, რუსეთია. ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალი. მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ის დაკავშირებულია არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია. ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ „ბოევიკები“, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე. სამართალდამცველ ორგანოებს შორის ასეთი ურთიერთობების დარეგულირება დიპლომატიური კავშირის არარსებობის შემთხვევაში რთულია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

 

 

წყარო: "http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, რათა თავი აარიდონ რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ასევე ერთად აღუდგნენ ჰიბრიდული ომის საფრთხეს.


 
 
 
დეკემბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    
1
2 3
4
5
6
7
8
9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ბატონო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია გიხილოთ ნატო-ში და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ აქტიურ მხარდაჭერას
საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 

ნილს სკოტი - გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში
კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" შეფასებისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. 

ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო
სოციალურად, საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარებისთვის. 

დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია. 

იან კელი - ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს
ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხებოდა.
აშშ-ს ელჩის თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა. 

პასკალ მენიე - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

ჯეიმს მეტისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup