მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება- საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მიმართულია აფხაზეთის ნეგატიური იმიჯის შექმნისაკენ

2017-02-28 13:20

აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე , სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთილი იქნა აფხაზეთიდან რადიოაქტიური ნივთიერებების შეტანის მცდელობები.

             აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების კომენტარებში აღნიშნულია: „ყურადღება მივაქციეთ  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ამტკიცებენ, რომ  თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აღკვეთეს აფხაზეთის ტერიტორიიდან რადიოაქტიური  ნივთიერებების შეტანის მცდელობები.“

            აფხაზეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ  „ საზღვრისპირა საკითხების მთელი კომპლექსი, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები,  2009 წელს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განიხილება  . თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრების დროს არასდროს არ  გაუჟღერებია მსგავსი“ფაქტები. ისინი არ აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებში. კერძოდ, მაგატეს ინსპექტორების მიერ  ჩატარებული შემოწმებების დროს არ გამოვლენილა აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის რადიოაქტიური მასალები.

            ზემოთთქმულის გათვალისწინებით აფხაზეთის საგარეო  საქმეთა სამინისტრო მსგავს განცხადებებს განიხილავს როგორც აშკარა სიცრუეს, რომელიც მიმათულია აფხაზეთის ნეგატიური იმიჯის შესაქმნელად და მისი სახელიწუფლებო ორგანოების დისკრედიტაციისთვის. საქართველოს ხელმძღვანელობისთვის დიდი ხანია ნორმად იქცა მსგავსი უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებები, რომელიც პირველ რიგში მათ დისკრედიტაციას ახდენს.“,-ნათქვამია კომენტარებში.

             „ აფხაზური მხარე აპირებს, რომ საქართველოს უმაღლესი  ხელისუფლების მსგავსი  ცილისმწამებლური გამოხტომის ფაქტი განიხილოს მარტში,  ჟენევის  თანათავმჯდომარეებთან მორიგ შეხვედრებზე  და მისცეს მას შესაბამისი შეფასება“-აცხადებს აფხაზური საგარეო უწყება.

 

 

 

წყარო: "Apsnypress"

ლინკი


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup