ვ. არქანიას სახელობის არტ-გელერეაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
2017-03-01 13:43

2017 წლის 27 თებერვალს, 16:00 საათზე ვ. არქანიას სახელობის არტ-გელერეაში (უზნაძის ქ. 68) აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო:
„ქალი ყოველი არსის გვირგვინი“. საღამოზე მოწვეულნი არიან აფხაზეთის მკვიდრი სხვადსხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები და სხვა სტუმრები, რომელთათვისაც შესრულდება მუსიკალური ნომრები. საღამოს სპონსორები არიან: საკონდიტრო ქსელი „ასორტი“ და ყვავილები „აპრიორი“.
წყარო: "აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო"