მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრა იმართება

2017-03-02 13:01

ინციდენტების პრევენციის ფორმატში, ერგნეთში მორიგი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 2016 წლის 8 ივნისს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 
გიორგი გიუნაშვილს 3 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მოლაპარაკების ქართული ჯგუფის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის და უსაფრთხოების სამსახურისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი. მისივე განცხადებით, არსებობს საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი იმ ე.წ. საქმესა და ბრალდებაში, რაც დე ფაქტო ”სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგი გიუნაშვილს წაუყენეს და რის საფუძველზეც ოცწლიანი პატირმობა შეუფარდეს. სწორედ, აქედან გამომდინარე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, ვითარების უკეთ გაცნობის მიზნით გიუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

კახა ქემოკლიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე გიუნაშვილის საკითხის გარდა ქართული მხარე დააყენებს ე.წ. ღობეების, მავთულხლართების და სხვა ბარიერებით გამოწვეული პრობლემების საკითხს, ასევე საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს გააპროტესტებს. წინა შეხვედრიდან დღემდე შვიდი ფაქტია დაფიქსირებული, მათ შორის ყურადღება გამახვილდება რამდენიმე დღის წინ სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას დაკავებული ამირან გუგუტიშვილის საკითხზეც, რომელიც ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ ფიზიკური დაზიანებებით გორის საავადმყოფოში მოათავსეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ავნევთან ახლოს ნაღმის აფეთქებას, რა დროსაც ერთ-ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

ქემოკლიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებისას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს არა ერთხელ შესთავაზა, რომ რეგიონში დაეშვათ საერთაშორისო ჰუმანიტარული გამნაღმველი ორგანიზაციები და ერთობლივი ძალებით მომხდარიყო ტერიტორიის განაღმვა როგორც ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზის იქითაც. თუმცა, ქემოკლიძის განცხადებით, აღნიშნულზე უარი მიიღეს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული წინადადება კვლავ ძალაში რჩება, ეს შეთავაზება კვლავ მოლაპარაკების მაგიდაზეა და იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები თანხმობას გამოთქვამენ, შესაძლებელი იქნება, რომ ორივე მხარეს არსებული ტერიტორია აბსოლუტურად გასუფთავდეს ნაღმებისგან. 

 

 

 

წყარო: " http://www.interpressnews.ge "


 
 
თქვენთვის საინტერესო
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.