მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხს დღეს გადაწყვეტს

2015-01-28 15:11

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხს დღეს გადაწყვეტს. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი ივნისის სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენის, თუმცა გარკვეული უფლებების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. კერძოდ, საუბარია რუსი დეპუტატების მომხსენებლად დანიშვნის, არჩევნებზე დამკვირვებელი სპეციალური კომიტეტების შემადგენლობაში შესვლის, ევროპის საბჭოს სტრუქტურებში ასამბლეის წარმომადგენლად ყოფნის უფლებების შეზღუდვაზე.
რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციის პროექტი მონიტორინგის კომიტეტმა გუშინ მოიწონა. დოკუმენტი სოციალისტური ჯგუფის წარმომადგენელმა, დეპუტატმა შტეფან შენახმა (ავსტრია) მოამზადა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, გამოთქმულია შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო და ხაზგასმულია, რომ რუსეთი ხელს უწყობს კონფლიქტის ესკალაციას. მიუხედავად ამისა, მომხსენებელი მიიჩნევს, რომ "უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია რუსეთის მონაწილეობისა და პოლიტიკური ნების გარეშე" და აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგის წარმოება რუსეთის დელეგაციასთან.
ამასთან, უკრაინელმა დეპუტატებმა რეზოლუციის ტექსტში ცვლილებები მოამზადეს. ერთ-ერთი შესწორება ითვალისწინებს რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ იმ სანქციების აღდგენას, რომელიც 2014 წლის აპრილის რეზოლუციით იყო გათვალისწინებული. კიდევ ერთი შესწორება რეზოლუციაში ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის შეტანას ითვალისწინებს. 
რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შესახებ საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


 
 
 
მაისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14
15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup