მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში სირიის დელეგაციის ვიზიტზე - ნებისმიერი ასეთი აქტივობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება

2017-10-05 11:33

 

ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი აქტივობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. 

მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლობის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური რესურსი მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკის განხორციელება ვერ შეძლოს.

"ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს კომუნიკაცია უცხოეთში ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენი პოლიტიკა და დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მათ შორის, მისი ძალისმიერი მეთოდებით მიღწეული შედეგების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ იყოს ნიველირებული. დღემდე, რუსეთის აღიარების პოლიტიკა არის, ფაქტობრივად, წარუმატებელი პოლიტიკა და ეს, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს მუდმივ ყურადღებას და დიპლომატიურ რესურსს მოითხოვს საქართველოს და ჩვენი მეგობრების მხრიდან. დღეს, ამ კონკრეტულ მიმართულებაზეც გააქტიურებულია დიპლომატიური რესურსი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup