მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

2017-10-13 13:45

 

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების დროს განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით აღმოუჩინოს საქართველოს. 

შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლები გამოხატავდნენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონგრესის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ. 

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონგრესის წარმომადგენლების ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტა საქართველოს მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება. 

შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA “-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით განახორციელა ვაზიანის სამკერვალო ატელიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი.

ლინას ლინკევიჩუსი: “საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის“
„ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც, საუკუნეების განმალობაში ჩაბმულია საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში. ჩვენ არამხოლოდ სიმპათიებს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ვცდილობთ დავეხმაროთ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს
საქართველოს 2014 წლის ტოპ ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს. საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად, 2014 წლის ბოლოს, სწორედ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" დასახელდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შვიდი წლის მანძილზე, საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" საერთო საინვესტიციო თანხამ 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 
წამყვანი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს: დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო. 

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

„ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებზე, არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი გმობს 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას
ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა. საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 73,0 ქულით არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთიანი მაჩვენებელი 0,4 პუნქტით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარულ თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რომელმაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.


 
 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup