მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

23-28 ოქტომბერს წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება

2017-10-23 11:36

 

23-28 ოქტომბერს საქართველოში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება. 

როგროც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციას დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გახსნის.

„კონფერენციის მიზანია მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების და მოღვაწეობის წარმოჩენა, რომლის წმინდა ნაწილები ინახება ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. მონასტერში. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ“, – აცხადებენ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. 

კონფერენციის პროგრამით, პირველი სესია17:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გაიმართება. 

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტში კონფერენციის მეორე სესია გაიმართება. 16:00 საათზე კი, კონფერენციის მესამე სესიას კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს.

25 ოქტომბერს, საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილეეები და სტუმრები ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს დაათვალიერებენ. ასევე, ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს მოილოცავენ. ამავე დღეს გაემგზავრებიან ცაგერში. 19:30 საათზე კი, მიტროპოლიტი სტეფანე წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმ. ნაწილებთან პარაკლის გადაიხდის. 

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ცაგერიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის მეოთხე სესია გაიმართება. იმავე დღეს, 16:00 საათზე, კონფერენციის მეხუთე სესია ლენტეხის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში ჩატარდება.

27 ოქტომბერს, 9:00 საათზე, ცაგერის ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი სტეფანე წირვას აღავლენს. 17:00 საათზე, ცაგერში საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილეებისათვის და სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართება.

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია პირველად 2005 წელს გაიმართა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 

წმიდა სამების საკათედრო ტაძარი
1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.

სვეტიცხოველი
ქ. მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.

მცეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.

ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია...
მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. თარიღი უკვე დადგენილია. მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები
ჩვ. წ. აღ-მდე XII-X საუკუნეები _ დიაოხი.

ჩვ. წ. აღ-მდე IX-VII ს.ს. _ კოლხა.

ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნე _ კოლხეთის სამეფოს წარმოშობა.

ჩვ. წ. აღ-მდე IV-III ს.ს. _ ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობა.

I საუკუნის 40-60-იანი წლები _ მოციქულების შემოსვლა საქართველოში.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა


 
 
 
აგვისტო
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13
14
15
16
17 18
19
20
21
22 23 24 25
26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup