მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

2017-10-23 15:11

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფ უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდის NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ფონდსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს.

იაპონური ფონდი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან ძირითადად საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ითანამშრომლოს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საგანმანთლებლო ორგანიზაციასთან. 

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ეს ვიზიტი. NIPPON-ის ფონდი გახლავთ საზღვაო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, 10 ქართველს კვალიფიკაციის გადამზადების შესაძლებლობა მიეცა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დოქტორ სასაკავასთან და ნიპონის ფონდთან გავაღრმავებთ ურთიერთობას და საქართველოშიც ჩამოყალიბდება ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მთელ რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოემსახურება”, -აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

იოჰეი სასაკავას ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდი NIPPON-ის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა ფონდის შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენცია. მისი მიზანია, საზღვაო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრინციპების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის, მამუკა ახალაძის ინფორმაციით, NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის საქართველოთი დაინტერესება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. 

„იოჰეი სასაკავას ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გლობალურ მოთამაშეს საზღვაო მიმართულებით და ჩვენ წარმოვადგენთ საინტერესო ქვეყანას ფონდისთვის და ზოგადად იაპონიისთვის. აღნიშნული ფონდი უკვე ათეული წლების განმავლობაში აფინანსებს სტიპენდიანტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი დონის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. მისი კურსდამთავრებულები ძირითად მოღვაწეობენ არაერთი განითარებული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში. აქ საუბარია საზღვაო სამართალზე, ზოგადად საზღვაო მმართველობაზე, საზღვაო ტექნოლოგიებზე, ნავსადგურებისა და ნავიგაციების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. ეს მიმართულებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის განვითარებულ საზღვაო ქვეყანად“, - აცხადებს მამუკა ახალაძე.

საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ უკვე ისარგებლა NIPPON-ის ფონდის პროგრამით და მიეცა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საზღვაო სფეროს ისეთ წამყვან დაწესებულებებში, როგორიცაა: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი (IMLI), მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU), გაეროს ოკეანეებისა და საზღვაო სამართლის პროგრამა (UN DOALOS) და საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი (ITLOS).
როგორც იოჰეი სასაკავამ განაცხადა, ქართული მხარის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელზეც მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს ერთად შეკრებას და ოკეანის თემაზე საუბარს.

„ჩვენ უკვე 30 წელზე მეტია აქტიური ყურადღება გადავიტანეთ ზღვებზე მთელ მსოფლიოში. შედეგად, ჩვენ გვყავს 1200-ზე მეტი ექსპერტი ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებში, 140 სხვადასხვა ქვეყნიდან. როდესაც მე ვამბობ ზღვას, ვგულისხმობ როგორც შავ, ასევე კასპიის ზღვებს, რომლებზეც ერთნაირი სიტუაციაა. ქართული მხარის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელზეც მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს ერთად შეკრებას და ოკეანის თემაზე საუბარს. სწორედ ეს არის ჩემი ვიზიტის მიზანი. მინდა, გაწეული შრომისთვის და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღებისთვის ყველას მადლობა გადავუხადო”, - განაცხადა იოჰეი სასაკავამ.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA “-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით განახორციელა ვაზიანის სამკერვალო ატელიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი.

ლინას ლინკევიჩუსი: “საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის“
„ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც, საუკუნეების განმალობაში ჩაბმულია საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში. ჩვენ არამხოლოდ სიმპათიებს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ვცდილობთ დავეხმაროთ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს
საქართველოს 2014 წლის ტოპ ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს. საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად, 2014 წლის ბოლოს, სწორედ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" დასახელდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შვიდი წლის მანძილზე, საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" საერთო საინვესტიციო თანხამ 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 
წამყვანი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს: დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო. 

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

„ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებზე, არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა. საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 73,0 ქულით არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთიანი მაჩვენებელი 0,4 პუნქტით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარულ თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რომელმაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი გმობს 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას
ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.


 
 
 
დეკემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup