მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

შეიხ ალ ნაჰაიანი - საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის, მისი დაცულობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით

2017-11-28 13:32

 

თბილისის ”აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრი შეიხი მუბარაკ ალ ნაჰაიანი ეწვია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდა. 

როგორც შეიხ ალ ნაჰაიანმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია მეორედ მონაწილეობდეს ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც კარგი პლატფორმაა რეგიონის ეკონომიკურ მომავალზე მსჯელობისთვის. შეიხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე როლს ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ასევე მისი, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხაზის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. 

„ჩემთვის დიდი პატივია მეორედ ვმონაწილეობდე ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომლის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. ფორუმის მიმდინარეობისას განიხილება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ეკონომიკური მომავალი. საქართველოს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმთავრესი გზაჯვარედინი, რაც დამატებით ფასეულობას სძენს ამ ფორუმს. გაერთიანებული ემირატებისა და საქართველოს ურთიერთობა ძალზედ მტკიცეა. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს შესაძლებლობებსა და მის წინსვლაში იყოს ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ცენტრი რეგიონში. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივად მზარდია, საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების, მისი დაცულობის და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, რაც ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ფორუმს. მოხარული ვარ, რომ შევხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მასთან განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს“, - განაცხადა შეიხ ალ ნაჰაიანმა. 

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA “-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით განახორციელა ვაზიანის სამკერვალო ატელიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი.

ლინას ლინკევიჩუსი: “საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის“
„ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც, საუკუნეების განმალობაში ჩაბმულია საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში. ჩვენ არამხოლოდ სიმპათიებს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ვცდილობთ დავეხმაროთ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს
საქართველოს 2014 წლის ტოპ ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს. საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად, 2014 წლის ბოლოს, სწორედ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" დასახელდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შვიდი წლის მანძილზე, საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" საერთო საინვესტიციო თანხამ 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 
წამყვანი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს: დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო. 

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის IFAD-მა 20 მლნ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტ, კანაიო ნვანზესთან ერთად ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 20 მლნ დოლარამდე ფინანსური ხაზი გამოიყო.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა. საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 73,0 ქულით არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთიანი მაჩვენებელი 0,4 პუნქტით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარულ თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რომელმაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი გმობს 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას
ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.


 
 
 
იანვარი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3
4
5 6 7
8
9 10 11
12
13 14
15
16
17
18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ
დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰელი საქართველოს მადლობას უხდის
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა.
ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ განცხადება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააკეთა.

ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისიდან აცნობეს. 
აქამდე ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - ”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება
”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში დღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ბატონო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია გიხილოთ ნატო-ში და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ აქტიურ მხარდაჭერას
საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 

ნილს სკოტი - გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში
კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" შეფასებისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. 

ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო
სოციალურად, საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარებისთვის. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup