მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

დავით დონდუა - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის სამხედრო ოკუპაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში

2018-01-26 11:50

 

რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, - ამის შესახებ საგარეო საქმერთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, შესაძლებელია მიღწეული იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში. დონდუას განცხადებით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა დგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატში.

„შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები, რომლითაც იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ამ გზით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში, და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა დგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატში. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, შესაძლებელია მიღწეულ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დეოკუპაცია.

ასევე, ყოვლად მიუღებელია „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველო-რუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა.

რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, მოსკოვმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სავაჭრო მონაცემების გამჭვირვალობა, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა 2011 წელს შეთანხმდნენ, დაეარსებინათ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმი. შეთანხმების შესაბამისად, ამ ვაჭრობის კოტროლი და ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში.

რაც შეეხება საქართველოს საბაჟო სივრცეს, იგი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ტერმინალების ადგილმდებარეობა ვერანაირად ვერ განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო სივრცეს.

საქართველომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყების მზაობა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance-თან სათანადო კონტრაქტის გაფორმებით. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დაწყება, ვინაიდან რუსეთის მხარე აჭიანურებს შესაბამისი კონტრაქტის ხელმოწერას შვეიცარულ კომპანიასთან, ახდენს საკითხის აშკარა პოლიტიზირებას და შეთანხმების დებულებების მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციით აფერხებს იმპლემენტაციის პროცესის დაწყებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას, საერთაშორისო შეთანხმებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და ნორმების სრული შესაბამისობით“, - განაცხადა დავით დონდუამ. 

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
დეკემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup