მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

პრემიერი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე - უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე გავრცელდება

2018-02-07 12:24

 

უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი კორეაში დაგეგმილ ოლიმპიადას გამოეხმაურა და 4 ქართველ სპორტსმენს - სამთო-სათხილამურო სპორტში ნინო წიკლაურს, იასონ აბრამაშვილს, საციგაო სპორტში - გიორგი სოღონიანსა და ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილს წარმატებები უსურვა. 

„საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბახს შევხვდით და განვიხილეთ საქართველოში სამომავლოდ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბატონი პრეზიდენტი აგზავნის საქართველოში დელეგაციას, რომელიც არსებულ ვითარებას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 2030 წლის პერსპექტივისთვის ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის. მე კარგად მესმის, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ, ჩვენი მთავრობის წევრებს და ყველა იმ ინსტიტუციას, ვისაც ეს შეეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული, ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას ამ მიმართულებით. რატომ არის მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის იყოს ასახსნელი. მარტო იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად რეალისტურია...

ეს საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბევრი კუთხით, კერძოდ, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ის, რომელიც მთიანი რეგიონებია, მთლიანად ჩართვა ამ პროცესში, ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთარებით მთიან რეგიონებში და ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით დასრულდა
წლეულს, 14-17 მაისს, უკრაინის ქ. ლუცკში, ჩატარდა „მსოფლიო, 25-ე საიუბილეო ჩემპიონატი – ძალისმიერი სპორტის სახეობებში“. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალისმიერ სპორტში ვაჟთა და ქალთა შორის, ასევე 18-წლამდე ნაკრები ძალისმიერ სპორტში.

ქეთევან ბაკარაძემ “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” მოინახულა
ქეთევან ბაკარაძემ “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” მოინახულა, რომელიც ჩაერთო პროგრამაში და აქტიურად იწყებს პაციენტების უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური მომსახურებით.

ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი) აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა
ვეტერანი ქართველი სუმოისტი, აფხაზეთიდან დევნილი ლევან ცაგურია, რომელსაც იაპონიაში კოკაის სახელით იცნობენ, დღეს აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.


 
 
 
თებერვალი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13
14
15
16 17 18
19
20 21 22 23 24 25
26 27 28
საქართველო და მსოფლიო
უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგები გამოიღო
ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია და ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მუშაობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა
ბოლო 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი საქართველოში არსებულ ვითარებას.

კენეტ იალოვიცი - შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც თბილისი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის შეფასებით, შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა, თუმცა ”ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს”.

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი. 

VEON-ის ხელმძღვანელი ჟან-ივ შარლიე - ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები
ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი, - ამის შესახებ მსხვილი კომპანია VEON-ის ხელმძღვანელმა ჟან-ივ შარლიემ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

საჯად კარიმი - მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ანდრეს მამიკინსი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, - აღნიშნული საკითხი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ
დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup