მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში

2018-02-08 11:52

 

საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლა კონგრესმენმა ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ტედ პომ განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ და შეუფასებელ დახმარებას უწევენ თანამებრძოლებს. 

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს. მისივე შეფასებით, საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. ტედ პოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნების სურვილი და სწორედ ამიტომ, ამ მიზნის შესასრულებლად, პირველად საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას დაესხა თავს. 

„საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. მიმოიხედავ და დაინახავ რუსულ დათვს, რომელიც ნამდვილად არ არის მეგობრულად განწყობილი. ციმბირელ პლებეის, სწორედ ასე ვუწოდებ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომ არჩია, რომ ჯერ საქართველოში შემოჭრილიყო. რადგან საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იდგეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გვერდით, რათა ამ ქვეყნებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და რომ ისინი რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები არ არიან“, - განაცხადა კონგრესმენმა. 

სიტყვით გამოსვლისას ტედ პომ 2008 წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მისი განცხადებით, სწორედ ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც არ შეიცვლება. 
„მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ შემოჭრიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ერთი კვირის შემდეგ. ვნახე რუსული ტანკები. რუსებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ეს სიმართლეა. რუსები ასევე უკანონოდ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას“, - განაცხადა კონგრესმენმა. 

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დემოკრატია ნამდვილად მუშაობს“. 

„გვინდა, ჩვენი დემოკრატიების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. დემოკრატია რთული საქმეა. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დემოკრატია არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატია აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს. როდესაც ხალხს შეუძლია განსხვავებული აზრების გახმოვანება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა და როდესაც გყავთ სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ეს აჩვენებს, რომ დემოკრატია მუშაობს. ვამაყობ, რომ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად, ვარ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ, ასევე, ვართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელსაც საქართველომ გასულ წელს უმასპინძლა. ვფიქრობ, რომ ეს ბევრს მეტყველებს საქართველოსა და დასავლეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე“,- განაცხადა ტედ პომ. 

მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ. 

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.


 
 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup