მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს

2018-02-08 11:55

 

ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კონგრესმენმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას. 

„ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ იმ ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ. განსაკუთრებით კი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან. გვახსოვს, რისკენ მიისწრაფვის საქართველო. ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს და სოლიდარობა, რომელსაც ჩვენი საერთო ღირებულებების საფუძველზე ვგრძნობთ, დემოკრატიის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ეფექტური წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ჩამოყალიბების სურვილი - ეს არის ის საკვანძო ფაქტორები, რომელზეც დგას დემოკრატია“, - განაცხადა დევიდ პრაისმა. 

მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ სამეზობლოში, ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე უხდება. 

„ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ გარემოში უწევს, იმ სამეზობლოში, სადაც არიან ავტოკრატიული ქვეყნები და იმ მეზობლის ფონზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის თითქმის მეოთხედი და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და გამოხატავს თვით გამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს. საქართველოს აქვს უნარი, განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. თვითგამორკვევა ფუნდამენტური საკითხია. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“,- განაცხადა კონგრესმენმა. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად აუცილებელია ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დევიდ პრაისმა დემოკრატიული პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა გაგრძელდება. 

„გვესმის, რომ პარლამენტის წევრებისათვის მნიშვნელოვანია, იყვნენ უფრო მეტად ეფექტურები, უფრო გამოცდილები, რომ პარლამენტი იყოს უფრო ეფექტური და ეს არის ჩვენი კრიტერიუმი. ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე საქართველოსთან. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის დონეზეც, მოგიწვევთ თქვენც, ჩავატარებთ სემინარებს. ვცდილობთ, ავაშენოთ ინსტიტუტები, განვავითაროთ დემოკრატია და ეს ბევრ მუშაობასა და თავდადებას მოითხოვს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დემოკრატიისათვის. თუმცა, ასევე გადამწყვეტია ის, თუ რა ხდება არჩევნებს შორის. თუკი პარლამენტი ეფექტურია, მაშინ უფრო მეტი შანსი გაქვთ, ემსახუროთ ხალხს და მიიღოთ სტაბილური, უსაფრთხო და გრძელვადიანი დემოკრატია. გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ასეთი ტიპის ინსტიტუციური გაძლიერება და მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის. ბატონო თავმჯდომარევ, ასეთი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას მოგახსენებთ იმ მოწინავე როლისათვის, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთაშორისო დონეზე და მადლობას გიხდით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისთვის“,- განაცხადა კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლისას. 

მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ. 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.


 
 
 
მაისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
1
2
3
4
5 6
7
8
9
10
11 12 13
14
15 16
17
18 19 20
21
22
23
24
25
26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup