მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

2018-02-15 11:49

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.
წმინდა სვიმონი ტაძარში მიყვანილ იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

ამასთან, ყველიერის ხუთშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა შიო მღვიმელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა შიო მღვიმელი 13 ასურელ მამასთან ერთად საქართველოში ღვთისმშობლის მოწოდებითა და წმინდა იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით მე-6 საუკუნეში შემოვიდა. წმინდანმა სამოღვაწეოდ მცხეთის მახლობლად, სარკინეთის მთაზე ის ადგილი აირჩია, სადაც შემდგომ მისი სახელობის მონასტერი შეიქმნა. იგი სასწაულთმოქმედების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. წმ. შიო მღვიმელმა მონასტერში მღვიმე გათხარა და დარჩენილი 15 წელი იქ მოღვაწეობაში გაატარა.

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 

წმიდა სამების საკათედრო ტაძარი
1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.

სვეტიცხოველი
ქ. მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.

მცეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.

ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია...
მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. თარიღი უკვე დადგენილია. მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები
ჩვ. წ. აღ-მდე XII-X საუკუნეები _ დიაოხი.

ჩვ. წ. აღ-მდე IX-VII ს.ს. _ კოლხა.

ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნე _ კოლხეთის სამეფოს წარმოშობა.

ჩვ. წ. აღ-მდე IV-III ს.ს. _ ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობა.

I საუკუნის 40-60-იანი წლები _ მოციქულების შემოსვლა საქართველოში.


 
 
 
სექტემბერი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5
6
7 8 9
10
11
12
13
14
15 16
17
18
19
20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში
აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კურტ ვოლკერი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რომ ოკუპირებულია, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს - გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო
რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, პირველი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გაძლიერდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” უკრაინის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup