მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

საპრეზიდენტო საბჭო - ბოსნია და ჰერცეგოვინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

2018-03-06 12:04

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქვეყნის საპრეზიდენტო საბჭოს წარმომადგენლებთან. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას. 

საპრეზიდენტო საბჭოს წევრის ბაქირ იზეტბეგოვიჩის განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. შეხვედრაზე საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა, რესპუბლიკა სერბსკაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა სტუმრობაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური მთავრობის სტრუქტურები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და ინციდენტის შემდგომ მათ შესაბამისი ნოტა გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს საქართველოსთან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საპრეზიდენტო საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაში და ხაზი გაუსვეს, რომ მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ამ გზაზე. 

ბოსნია და ჰერცეგოვინის მხარე დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ხალხთაშორის ურთიერთობებსა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო საბჭოს წევრებმა გამოხატეს დაინტერესება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნის თაობაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბოსნია და ჰერცეგოვინას 5-6 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან რა დროსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. დაგეგმილია შეხვედრა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ასამბლეის კოლეგიასთან და სარაევოს მერთან”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup