მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით

2018-04-11 12:14

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბუ დაბიში, ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრს ეწვია და ცენტრის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საქართველოსა და ემირატების პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ემირატების განვითარების ტემპს შთამბეჭდავი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ძალისხმევა იმედის მომცემია და ნათელს ხდის, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი, როდესაც მიზანდასახული ხარ და გაგაჩნია საზოგადოების სამომავლო კეთილდღეობისკენ მიმართული მიზნები. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მეზობლებს და პარტნიორებს აძლევს.

"საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც აკავშირებს გლობალურ ეკონომიკებს, აზიისა და ევროპის ბაზრებს, კასპიის ზღვას, მის გარშემო არსებული რესურსებით შავ ზღვასთან; რეგიონში, რომელიც არა ერთ შესაძლებლობას აჩენს მრავალი ქვეყნისთვის, როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ლიდერები და მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვები გააჩნდა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში ჩაერთო აზერბაიჯანთან და თურქეთთთან, შექმნა კავშირი, რომელიც აკავშირებდა კასპიის ზღვის ენერგორესურსებს შავი ზღვისა და თურქეთის რესურსებთან. ეს მოხდა დაახლოებით, 25 წლის წინ. ამ 25 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთგულნი ვიყავით ხედვის, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვქმნიდით შესაძლებლობებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთით მდებარე ქვეყნებისათვის. ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ ამ თანამშრომლობისთვის საჭირო ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. საქართველო გარდაიქმნა გლობალური ტრანს-ევროპულ-აზიური პროექტის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ სივრცედ. პროექტის, რომელიც ჩინეთის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მოიცავს არა მარტო შორ აღმოსავლურ სავაჭრო გზებს, ასევე იმ გზებს, რომლებიც იწყება ავღანეთიდან, გრძელდება თურქმენეთში და მთავრდება საქართველოში. ჩვენ არაერთი ასეთი შესაძლებლობის ერთგულნი ვართ და აქტიურად განვავითარეთ ინფრასტრუქტურა ამ თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ამავე ორიენტაციით ჩამოვაყალიბეთ საკუთარი პოლიტიკა, რომელიც ასეთი გლობალური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მუდმივად ორიენტირებულია ტარიფებისა და კანონმდებლობის დაბალანსებისკენ, სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის ახალი შესაძლებლობებისა და ქვეყანაში პროდუქტიული ბიზნესგარემოს შექმნისკენ. საქართველოს გააჩნია ნათელი ხედვა იმისა, თუ სად და როგორ სურს იყოს მომავალში. მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით და დაცულობით, რომლებიც იაზრებენ ჩვენი სამშობლოს სტრატეგიულ მნიშვნელობას.

"ამ პროექტების განვითარების და აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან პარტნიორების მოზიდვის პარალელურად, ჩვენ გავზარდეთ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან რეგიონისა და ჩემი ქვეყნის სტაბილურობით. 2019 წელს განვახორციელებთ წამყვან პროექტს, რომელიც დაიწყება ბაქოდან და დამთავრდება იტალიასა და საბერძნეთში და რომელიც გააჩენს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს სამხრეთ ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება მეტი მხარდამჭერი და მეტი მეგობარი. აქტიურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ამ ახალი შესაძლებლობით. ნათლად ვხედავ იმ საკითხებს, რომლებიც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ - შეგვიძლია, ლოჯისტიკის საკითხების გაზიარება, ასევე, თუ როგორ შეიქმნას ჰაბი, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო შესაძლებლობების კონცენტრირება ხდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა. მისივე თქმით, მართალია, საქართველო სამნახევარმილიონიანი პატარა ქვეყანაა, მაგრამ საქართველოში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას იმ ბაზარზე, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, თურქეთთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებთან და ჩინეთთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთვის მთავარ, გლობალურ ეკონომიკებთან დამაკავშირებელ კარიბჭეს ვხსნით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარტნიორობისა და შესაძლებლობების სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღსანიშნავია, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო.

"ეს გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია იმ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც გააჩნია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა. გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო უსაფრთხოების ძიებაშია. ჩვენ დავეძებთ მექანიზმს, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. საქართველოს გამოწვევები არის ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეფუძნება კანონის უზენაესობას, არამედ რეგიონში მიმდინარე ძალაუფლების თამაშებს. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია მეზობელი, ბირთვული სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა მანდატის და ასევე, ისტორიის ლოგიკისა და ეკონომიკური ლოგიკის დარღვევით, რადგან საქართველოს ოკუპაციამ არაფერი მოუტანა რუსეთს. რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია გააჩნია და არ სჭირდება სხვა მიწების ოკუპაცია. ეს არის საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან პრობლემატური პრეცედენტი, რადგან თუ არ ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, არ დავიცავთ ერთმანეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს და პატივს არ ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფორმატებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უსაფრთხოების დაცვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ბირთვული იარაღი და საკმარისად ძლიერი ჯარი, რომ შეებრძოლონ ზესახელმწიფოებს, ჩვენ სამომავლოდ მივიღებთ იმაზე უფრო არასტაბილურ გარემოს, როგორიც წარმოგვიდგენია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კვლევით ცენტრში გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ამ გამოწვევების გამკლავების გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ძალიან აქტიურად უკავშირდება მეგობრებს და მოუწოდებს მათ, რომ შემოუერთდნენ მას კანონის უზენაესობის და კეთილი ნების პოლიტიკის მხარდაჭერაში და ძალისხმევაში, რომელიც გმობს პატარა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სასტიკი სამხედრო ძალის გამოყენებას.

"ჩვენი დიპლომატია, ამ მხრივ, ძალიან წარმატებულია. ჩვენი მივიღეთ საკმაოდ საგრძნობი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ვიყოთ უფრო დამაჯერებლები. ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების დარწმუნებისას ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ თუ ვერ ვიპოვით საერთო გამოსავალს, ის პრობლემები, რომლებიც ახლა საქართველოში, თუ კავკასიაში ხდება, შეიძლება, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მოხდეს. როდესაც ჩამოვდივარ ისეთ არაჩვეულებრივ სახელმწიფოში, როგორშიც ახლა ვიმყოფები, მე ყოველთვის ვეძებ საერთო ღირებულებების, იმედების და პრინციპების გაზიარების შესაძლებლობას და სამომავლო გეგმების დასახვის პერსპექტივებს. ჩვენ მომავალს ვუყურებთ ერთნაირი პოზიციით; პოზიციით, რომელიც მოიცავს სიმშვიდის და სტაბილურობის შენებას, საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაზიარებას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ერებისა და მათთვის ვინც ჩართულია ამ დისკუსიაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, საქართველოს სამომავლო გეგმებითა და არჩევანით, ასევე ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივებით დაინტერესდნენ.
ლექციაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა აბუ დაბის სტრატეგიული კვლევების ცენტრი დაათვალიერა, სადაც მას ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად გაეცნო მედიაცენტრის მუშაობის სპეციფიკას. მან ბიბლიოთეკა, უძველესი წიგნებისა და რუკების საცავი დაათვალიერა და ბიბლიოთეკას საჩუქრად ინგლისურ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გადასცა.

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
დეკემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup