მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის

2015-02-03 16:56

კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. გარდა ამისა, გამოქვაბულში არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები. აღსანიშნავია, რომ მისი წყლებით მდინარე რეპრუა საზრდოობს.


იხილეთ გალერეა

იხილეთ ვიდეო

 

 

 

წყარო:  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup