ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთი“-ს საიუბილეო კონცერტი გაიმართა

2018-05-24 13:05

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და "აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთი"-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ "აფხაზეთს" დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.

რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ანსამბლის შექმნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი „აფხაზეთი" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა.

სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო ჯილდოები გადაეცათ ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანსამბლის ვეტერანი წევრები საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სერგო გეგეჭკორი საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

წყარო: ,,http://abkhazia.gov.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამო თბილისი „არტ-ჰოლში“ 18 :00 საათზე დაიწყო.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა.


 
covid.ge
call center
 
 
 
ივნისი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6
7 8
9
10 11 12
13 14
15
16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup