ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

2018-06-04 13:01

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლისღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად  უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო აქციის  მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.  ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალეკო ჩიკვაიძე გაეცნენ.

 

წყარო: ,,http://abkhazia.org.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამო თბილისი „არტ-ჰოლში“ 18 :00 საათზე დაიწყო.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა.


 
covid.ge
call center
 
 
 
ივნისი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6
7 8
9
10 11 12
13 14
15
16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup