მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ქეთევან ციხელაშვილი - თითოეული ჩვენგანის ინტერესშია იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას

2019-08-29 16:08

„ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, საოკუპაციო ძალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოძრაობს თვითნებურად, ისევე როგორც წლების განმავლობაში სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს.

„საქართველოს შუაგულში - როგორც ხაშურის, ისე კასპის, გორის, დუშეთის, საჩხერის, ქარელის მუნიციპალიტეტებში 2008 წლიდან მოყოლებული არის ოკუპირებული სოფლები და ამ პერიმეტრზე საოკუპაციო ძალა, საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაადგილდება, ისევე როგორც ამას ადგილი ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ცხინვალის დე-ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს. მოგეხსენებათ, ამ თვის განმავლობაში არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. იგივე გუგუტიანთკარში უკანონო ბარიკადების მშენებლობას, ადგილობრივების დაკავებას, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებს და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გახლდათ. ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება კითხვის ნიშნები ისმებოდეს ამ ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა ფორმატის ჩაშლისა“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგოს მოწყობას, მინისტრის თქმით, „ამასთან დაკავშირებით ოსურ და რუსულ მედიასაშუალებებში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა, რომლებიც შემაშფოთებელია“.

„ცხადია, ამ განცხადებების შინაარსის განხილვაში ვერ შევალთ და არც არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიციის მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, მითუფრო ეს სეგმენტი გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მე არ ვიცი რას ემსახურება ეს, თუმცა მინდა მოვუწოდო ყველა პირს, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისა და მითუფრო, მოქმედებებისაგან, რომლებიც ცალსახად აღიქმება როგორც ვითარების ესკალაციის მცდელობა და შესაძლოა ადგილზე უსაფრთხოებისათვის დამატებით რისკებს აჩენდეს.“, - განცხადა ციხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთი შეხვედრა ჰგქონდათ ჟენევის თავმჯდომარეებთან.

„ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგა შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, არაერთი კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც ასევე იყვნენ წარმოდგენილნი დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესშია იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

წყარო: ,,https://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup