აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ თანამშრომლობა შესთავაზეს
2015-02-06 16:25

აფხახაზეთის სახელმწუფო უნივერსიტეტში შემოვიდა წინადადება ლუგანსკის კულტურისა და
ხელოვნების აკადემიისგან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ განცხადება გააკეთა
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო გვარამიამ, ლუგანსკის კულტრუისა და ხელოვნების აკადემიის რექტორმა თავის წერილში განაცხადა: "აფხაზეთში, როგორც არსად შეუძლიათ გაიგონ ლუგანსკის აკადემიაში არსებულ დღევანდელი ვითარება, რადგან თავად გამოიარეთ ომის სირთულეები.“
ახლო მომავალში იგეგმება ორივე უნივერსიტეტის რექტორთა შეხვედრა და ორმხრივ შეთანხმებაზე ხელისმოწერის პროცედურის გამართვა ლუგანსკისა და დონეცკის სასწავლო დაწესებულებებს შორის. დაგეგმილია დონბასელი სტუდენტების ჩასვლა აფხაზეთში სასწავლებლად.

გთავაზობთ აფხაზური საიტიდან მოძიებულ მასალას, აფხაზურ საიტზე გადასასვლელად და წყაროს სანახავად გთხოვთ მიყვეთ ბმულს
წყარო: „www.szona.org“