მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება, რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი

2020-01-21 12:58

ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გაყინულ კონფლიქტებთან არ გვაქვს საქმე. სიტუაცია იქ სტატიკური არ არის და დინამიურია ნეგატიურ კონტექსტში, როცა საქმე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. ორივე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება. რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი. 300 000 ადამიანს, რომელიც დევნილობაშია უარს ეუბნებიან საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, ხოლო იქ დარჩენილი ადამიანები განვითარების მცირე პერსპექტივის წინაშე დგანან“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.

„საოკუპაციო რეჟიმს არ ერიდება და ულტიმატუმის ენით საუბრობენ, ითხოვენ, რა ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას. ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმეა იმ ახალგორისთვის, რომელიც ქართული მოსახლეობით არის დასახლებული. ისინი სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფებიან... ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად უარი ეთქვათ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაზე“,-განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ დღეს ის ახალგორელების სახელით საუბრობს და აცხადებს, რომ გზა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გახსნილი.

წყარო: ,,https://www.interpressnews.ge/"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup