ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწსებულებებში სამუშაო შეხვედრა გამართა

2020-06-18 20:18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის  სამინისტროებში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ამირან დოლიძე, მინისტრების მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, მათ სტრუქტურულ ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე ისაუბრეს. მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორცილებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

 

მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტრების წარმომადგენლებთან ერთად მიმოიხილა კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული დახმარების საკითხები. რუსლან აბაშიძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს დევნილი საზოგადოებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.

 

ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და  დევნილი საზოგადოების ჩართულობით ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის საკითხები განიხილა.

 

 

წყარო: ,,http://abkhazia.gov.ge/"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
სექტემბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28 29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup