ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

დავით ზალკალიანი განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ

2020-06-18 23:17

„დღევანდელი შეხვედრის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიასთან ბრძოლას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გამოხატა. ცნობილია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები იყვნენ ის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები, რომლებმაც ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს საქართველოს. ეს სოლიდარობა და მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის აღორძინებაზე, ასევე საზღვრების გახსნის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი მოძრაობა, როგორც საქართველოს მიმართულებით, ისე საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდა.

 

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საქართველოს პოზიცია და  ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, ესუბრა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან მიმართებით.

 

„რა თქმა უნდა, პირველი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა, საქართველოს ევროპული ასპირაცია და ევროპული არჩევანი. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ფორმატთან მიმართებით გახლავთ ასევე ერთიან ევროპულ ბაზარში გაერთიანება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია უკვე გადადგმული და ქვეყანა მომავალშიც გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად. ასევე, აღინიშნა, რომ აუცილებელია დიფერენცირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა, რასაც აღიარებენ ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები. საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და პრინციპი მეტი მეტისთვის, როდესაც ქვეყანა მეტს აკეთებს გაწევრიანებისთვის, უნდა იყოს ასევე საპასუხო ნაბიჯებით გამყარებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პრიორიტეტული, გახლავთ საქართველოს, როგორც დამაკავშირებლის ფუნქცია, როლი და ასევე, შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ფუნქციის გამოყოფა, რადგანაც აუცილებელია, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების, სატრანსპორტო დამაკავშირებელი პროექტების განხორციელება, სადაც საქართველოს ექნება ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი როლი. რაც არანაკლებ პრიორიტეტულია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, ევროკავშირის მეტი ჩართულობა. ევროკავშირი ასრულებს ერთ-ერთი მთავარი აქტორის როლს ჟენევის ფორმატში და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც მედიაცია გაუწია ევროკავშირმა, ეს იქნება კვლავ პრიორიტეტული და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

წყარო: ,,მთავრობის ადმინისტრაცია"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
სექტემბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28 29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup