მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა

2015-02-11 12:29

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომლის მიზანია სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტურობის გაზრდა და ოპერატიული რეაგირება შესაძლო დარღვევებზე. 

საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორები უშუალოდ დევნილების საჩივრების მიმართულებით იმუშავებენ. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები, არასწორია მის მიმართ სამინისტროს შესაბამისი ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მას შეუძლია დაუკავშირდეს საჩივრების ცხელ ხაზს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ოპერატორები დეტალურად ჩაინიშნავენ საჩივრის შინაარსს, შეაგროვებენ ყველა საჭირო მონაცემს, რაც ამ საჩივრის შესწავლისთვის იქნება საჭირო და გადაუგზავნიან შესაბამის სამსახურებს. შემდგომ ეტაპზე, საჩივრების კოორდინატორი დეტალურად შეისწავლის წამოჭრილ საკითხს, გაანალიზებს მონაცემებს და გადაუგზავნის მას შესაბამის დეპარტამენტს. მასვე დაევალება პროექტის მენეჯერისთვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და ძირითადი ტენდენციებისა და ტიპოლოგიების იდენტიფიცირება. საჩივრების კოორდინატორი პასუხისმგებელია დეპარტამენტისგან მიღებული პასუხი მიაწოდოს ბენეფიციარს, რათა პრობლემა ოპტიმალურ ვადაში მოგვარდეს. სიახლეა ასევე საჩივრების ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღების შესაძლებლობა, მისამართზე - sachivari@mra.gov.ge. 

 

 



გრძელვადიან პერსპექტივაში საჩივრების ცხელი ხაზის საშუალებით გამოიკვეთება დევნილთათვის პრობლემატური საკითხები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება სხვადასხვა სახის რეკომენდაცია, შევა ცვლილება შესაბამის სამართლებრივ აქტებში და ასევე არსებულ პრაქტიკაში. დევნილებს საჩივრის განხილვის ყველა ეტაპზე მიეწოდებათ ინფორმაცია. 

 


სამინისტროში 2014 წლის ნოემბრიდან მოქმედებს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. პროექტის დაწყების პარალელურად, გაიზარდა ამ მიმართულებით შემოსული ზარების რაოდენობაც. დევნილი ოჯახებისათვის ინფორმაციის ოპერატიულად და ამომწურავად მიწოდების მიზნით, ცხელ ხაზს დაემატება 2 თანამშრომელი, რომლებიც დევნილი ოჯახებისათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თემებზე იმუშავებენ. 

ბენეფიციარებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წელს სამინისტროში დაინერგა ონლაინ კონსულტაციის სერვისი, რამაც ბენეფიციართათვის მნიშვნელოვნად გააიოლა სამინისტროსთან დაკავშირება, კითხვების დასმა და სათანადო ინფორმაციის მიღება. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცხელი ხაზი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ცხელი ხაზის ოპერატორები თვეში საშუალოდ 5000-მდე ზარს პასუხობენ. 

ცხელ ხაზზე მომართვები ძირითადად ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დევნილთა განსახლება, ფულადი დახმარება, დევნილის სტატუსთან და საინფორმაციო ბაზასთან დაკავშირებული პრობლემები, დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კომუნალური პრობლემები. ცხელ ხაზზე შემოსული კითხვების გადამისამართება ხდება როგორც სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სამინისტროს გარეთ, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებში. ცხელი ხაზის საშუალებით ხორციელდება მინისტრის მოადგილეებთან და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსთან მიღებაზე ჩაწერა.

სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე: 2431100; 1407
ღილაკი 1 - საცხოვრებელი ფართის დაკანონების საკითხები, ღილაკი 2 - საჩივრების ცხელი ხაზი, ღილაკი 3 - ზოგადი შეკითხვები.

 

 

 

წყარო: "საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებისთ გადაადგილებულ

  პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს ოფიციალური გვერდი" 

 

 



 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
დეკემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup