პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა
2020-11-10 18:45
პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობისმიუხედავად, საინტერესოდ ჩატარდა პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება.
„მეაფხაზეთისთვის“ მიზნად ისახავს სხვადასხვასფეროშიმოღვაწე, აფხაზეთიდან წარმატებულიადამიანებისსაზოგადოებისთვისგაცნობას.პროექტისთვის შეირჩა 10 გამორჩეული ისტორიის მქონე ადამიანი, რომელთაც აფხაზეთის სიმბოლოდ „მანდარინები“ გადაეცათ.როგორც ორგანიზატორები აღნიშნავდნენ „მე აფხაზეთისთვის“ ტიტული „სახალხო ელჩობას“ ნიშნავს.
ასევე საღამოზე, ირინეჟორდანიასმოკლემეტრაჟიანიფილმის „მარქსისქუჩა №12“ ჩვენებაგაიმართა. ფილმი დაკარგულ სახლზეა. ქალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იმზადებს ფინჯან ყავას, ჯდება ერთსა და იმავე ადგილზე და რეკავს ყოველთვის ერთ ნომერზე, რომელიც მას ეკუთვნოდა. საბოლოოდ დიალოგი მაინც შედგება მას და უცნობს შორის, რაც ყველაზე იმედის მომცემია - ასეთია ფილმის სინოფსისი.
„მე აფხაზეთისთვის“ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველი წლის ბოლოს გაიმართება.