ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით

2021-01-12 17:22

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  გაჩენილმა  ხანძრის  კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება.

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობა თავის  ხელთ  არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდნირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მიმართ.

აღსანიშნავია,  რომ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რეგულარულად   მუშაობს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, ასევე მათი სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ  პროგრამებს.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
იანვარი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5 6
7
8 9 10
11
12
13
14
15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup