სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ა.შ.შ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ეწვია
2021-07-09 14:41
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი კრისტოფერ ანდერსონი ეწვია.ამერიკელი დიპლომატი შეხვდა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, დაათვალიერა უნივერსიტეტის შენობა. ბოლოს, რექტორთან , პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა გაიმართა.რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, მისია, როლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. საუბარი შეეხო საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციურ იდეას, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო-აკადემიური პოტენციალის აქტიურ ჩართვას კონფლიქტების გადაჭრის საქმეში. აღსანიშნავია, რომ არსებითად ეს იყო იმ დიალოგის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, მისი აღმატებულება კელი დეგნანის მიწვევით, ქალბატონ ელჩსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შორის დაიწყო.