ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

2021-07-22 17:41

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ანგარიშში აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ნათლადაა გამოხატული.

 

„საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა გამოიარა პოსტსაბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს იყო სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები, რომელიც რუსეთის საზღვრის გასწვრივ გაღვივდა საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაძაბულობა დასრულდა მოკლე ომით რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს ამ რეგიონების ოკუპაცია, და ცენტრალური მთავრობას არ აქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას. დაძაბულობა კვლავაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, თუმცა ეს არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას საქართველოს სხვა ნაწილებზე, მათ შორის თბილისზე“,- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

წყარო:,,https://www.state.gov/reports/2021-investment-climate-statements/georgia/?fbclid=IwAR2sswB428c_sbiZYPvQz8iqgh_6zWeeIGx5SxqUekgd3VYS_1tLAmlGyHk"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
სექტემბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup