ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) წარმომადგენელს შეხვდა

2021-09-09 17:27

2021 წლის 9 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) წარმომადგენელს, ქემლინ ფერლის შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ UNHCR-ის წარმომადგენელს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარების თაობაზე. ხაზი გაესვა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს, საკუთრების უფლების დარღვევას და რუსეთის მიერ ოკუპირებული  საქართველოს რეგიონების სრული იზოლაციის საფრთხეს.

აღინიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების უწყვეტი ჩართულობის მნიშვნელობა.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
მაისი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup