ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

დავით ზალკალიანი - პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

2021-09-25 10:09

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა გამოწვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც არის განპირობებული ოკუპაციით და მიმდინარე მცოცავი ანექსიით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, იმაზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„აქცენტები გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანებს არ ეძლევათ ელემენტარული ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, მათ შორის, როგორიც არის გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.

ამავე დროს, პრემიერმა ისაუბრა ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის გაერთიანების კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს და რაც არის განპირობებული 2 ძირითადი მიმართულებით - რა თქმა უნდა, ეს არის დეოკუპაცია და ამავე დროს, ჩვენი ძმების და დების ჩართულობის პროცესი ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით და აქ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
დეკემბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup