ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ყოველ დაცემას ამაღლება მოჰყვება. დღეს სოხუმის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეა! - ჯემალ გამახარია

2021-09-27 14:33

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს. 

 

"დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის მძიმე დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მუქი ფურცელი, მაგრამ ეს დღე იმავდროულად იმედის ზარიცაა. 27 სექტემბერი მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მოსვენებას არ გვაძლევს და საქართველოს ძირძველი კუთხის - სოხუმის, აფხაზეთის, აფხაზების დასაბრუნებლად, ჩვენს სახლ-კარში ჩევენივე ხელით სიცოცხლის ასაღორძინებლად შედეგის მომტან რეალურ ქმედებებს ითხოვს.

 

სწორედ ამ განწყობით, ამ რწმენით, მოვიარეთ დილიდან გმირთა მემორიალი, აფხაზეთში თავდადებული ჩვენი მამულიშვილების საფლავები, ვაშლიჯვრის ძმათა განსასვენებელი. გვჯერა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები აფხაზებსაც და ქართველებსაც ღრმად ჩაგვაფიქრებს და მსგავსი შეცდომის გამეორებას აგვარიდებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ურთიერთპატიება, ნდობის აღდგენა, შერიგება, ჩატეხილი ხიდების აღდგენა, რადგან მხოლოდ გაერთიანება და ტრადიციული თანაცხოვრება გადაარჩენს ჩვენს მომავალს, აფხაზთა და ქართველთა თვითმყოფადობას!" - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღეს ჯვართამაღლების დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, გილოცავთ; უფალი ჩაგვაგონებს, რომ ყოველ დაცემას ამაღლება მოჰყვება. ამიტომაც დღეს მხოლოდ გლოვის დღე არ არის, დღეს იმედის დღეცაა, რომ მალე სოხუმში ყველა ერთად - უპირველესად აფხაზები და ქართველები შევძლებთ, ერთობლივად მივაგოთ პატივი ორივე მხრიდან სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს", - ნათქვამია განცხადებაში.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23 24
25 26 27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup