ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ჯემალ გამახარიამ 27 სექტემბრის თარიღთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა

2021-09-27 21:36

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პრესკონფერენციაზე  რამდენიმე საყურადღებო ფაქტს შეეხო:

 

არ არსებობს აფხაზეთში ოჯახი, რომელიც დღეს არ იხსენებს ოჯახის წევრს, გვაქვს ათასობით მსხვერპლი; იქ მომხდარი ტრაგედიის ოფიციალური შეფასება შემდეგია - ეთნიკური წმენდა და გენოციდი;

 

- აფხაზეთში აფხაზი მოსახლეობა 3,5-ჯერ შემცირდა; ქართული კი - 5,5-ჯერ;

 

- იყო თუ არა ომის თავიდან აცილება შესაძლებელი? - დღევანდელი გადასახედიდან, ეს შეუძლებელი იყო;

 

- სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ომის გადადება მაინც შეიძლებოდა. ეს ომი მაშინ დაგვაწყებინეს, როცა ყველაზე მეტად არ გვაწყობდა;

 

- ჩვენ კი ვგლოვობთ დღეს, მაგრამ, მეორე მხარე ზეიმობს, რაც მეორე ტრაგედიაა.

 

 ეს და სხვა საკითხები მიმოიხილა ჟურნალისტებთან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

 

რუსეთი აფხაზეთს აიძულებს, ისეთ დოკუმენტებზე მოაწერინოს ხელი, რომელიც აფხაზეთს ფიქტიური დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანს;

 

- აკეთებენ ყველაფერს, რომ 2023-2025 წლისთვის აფხაზეთი მოექცეს რუსეთის შემადგენლობაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში აფხაზების ადგილი არ იქნება... 

 

 ეს და სხვა საკითხები მიმოიხილა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23 24
25 26 27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup